ტუბერკულოზის ცენტრი ევროპული კვლევების კლასტერული ცენტრების რეესტრში გაწევრიანდა

ტუბერკულოზისა და ფილტვის დავადებათა ეროვნულ ცენტრს კლასტერული ანალიზისთვის ევროპული სამდივნოს (Euroepan Secretariat for Cluster Analysis - ESCA)სერტიფიკატი მიენიჭა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოში ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 2014 წლის ნოემბერში შეაფასა.

როგორც უწყებაში განმარტავენ, შეფასების ერთ-ერთ პრიორიტეტად განვითარებული ქვეყნების სამეცნიერო ცენტრებთან თანამშრომლობით ბიოსამედიცინო კვლევების მიმართულებით მუშაობა და შემდგომი განვითარება განისაზღვრა. მისიის რეკომენდაციებზე დაყრდნობით, ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრმა სამეცნიერო-კვლევითი დეპარტამენტი დააარსა. თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა წამყვან ევროპულ და ამერიკულ ინსტიტუტებთან და ფონდებთან. უცხოელ პარტიორებთან თანამშრომლობით განხორციელდა და მიმდინარეობს 42 სამეცნიერო კვლევითი პროექტი, მათ შორის ხუთი საერთაშორისო მულტიცენტრული კლინიკური კვლევა. ბოლო სამი წლის განმავლობაში ტუბერკულოზის ცენტრის თანამშრომელთა ავტორობით ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალებში 47 ნაშრომი დაიბეჭდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან თანამშრომლობით, ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელშეწყობით, დაიგეგმა და მომზადდა ტუბერკულოზის ცენტრის განაცხადი Euroepan Secretariat for Cluster Analysis (ESCA)-ისთვის ევროპული კლასტერული ორგანიზაციების წევრობაზე.

სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლისათვის მსოფლიოში ჯანდაცვისა და ბიოსამედიცინო მეცნიერებების კუთხით „კლასტერული ორგანიზაციების პლატფორმაზე“ წარმატებით დარეგისტრირდა 72 ორგანიზაცია, მათ შორის 13 გერმანიაში, 8 დანიაში და სხვა ევროპულ ქვეყნებში.

ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გარდა ამ დრომდე ერთადერთი სამედიცინო სამეცნიერო-კვლევითი კლასტერია, რომელმაც ESCA აღიარება მოიპოვა.

„სერტიფიკატის მოპოვება ცენტრს იგივე სფეროში დარეგისტრირებულ ევროპულ კლასტერულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი პროგრამების, სამეცნიერო პროექტების შემუშავებისა და Horizon 2020-ის მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებას გადაწყვეტილება აქვს მიღებული - ადგილობრივი არჩევნების დასრულების დღიდან ქვეყანაში ავტორიტარული რეჟიმი უნდა იყოს დამკვიდრებული
ქართული პრესის მიმოხილვა 26.06.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა” სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი და საქართველოს განსაკუთრებული საინვესტიციო პოტენციალი პოლონეთში წარადგინა
„მაგთის“ „როუმერის“ ინტერნეტპაკეტების ახალი ფასები 9 ლარიდან იწყება
„კოლიერსის“ და „სუბურბანის“ გუნდმა ვიდეო სერიების კამპანია წამოიწყო
ჰარვარდის და კავკასიის უნივერსიტეტების ერთობლივი აღმასრულებელი ლიდერობის პროგრამა დასრულდა
აღმოსავლეთ-დასავლეთ უნივერსიტეტი არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
თბილისი, ევრაზიის iGaming ინდუსტრიის დედაქალაქი, რიგით მესამე, ევრაზიის ყველაზე მასშტაბურ SBC Summit Tbilisi 2025-ს მასპინძლობს
Yandex Go საკვების მიტანის სერვისს სპეციალური შეთავაზებით ბათუმშიც ამატებს