გიორგი მარგველაშვილი - როდესაც ვსაუბრობთ სახელმწიფოებრიობის აღდგენის ღვაწლზე, უდიდესი წვლილი მოდის სწორედ უნივერსიტეტზე

სახელმწიფოებრიობის აღდგენის ღვაწლზე როდესაც ვსაუბრობთ, უდიდესი წვლილი მოდის სწორედ უნივერსიტეტზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განაცხადა, სადაც ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიება გაიმართა.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ინიციატორებს და საზოგადოებაში გაერთიანების მზადყოფნა გამოთქვა.

"ორი რამე არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი: დავინახოთ, რომ ჩვენი წინაპრები ისტორიის მანძილზე იმით იყვნენ განსაკუთრებული და ძლიერნი, რომ იყვნენ დროის ადეკვატურნი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყოველთვის იმ იდეებს აღრმავებდნენ, რომელიც კაცობრიობისთვის იყო წარმმართველი. ასეთი იყო თუნდაც რესპუბლიკის ფორმით დაარსება. ასეთი იყო უნივერსიტეტის დაფუძნება. ამ უნარმა, იყო ადეკვატური დროის, მისცა დიდი სტიმული და შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანას, რომ სერიოზული გამოწვევებისთვის ეპასუხა. პატრიოტული სულისკვეთება აქედან, უნივერსიტეტიდან ნაწილდებოდა და ეს პატრიოტული სულისკვეთება და კვალიფიკაცია აქ იზრდებოდა, აქ იწყებოდა პირველი სტუდენტური მოძრაობები და აქედან ანათებდა ის იმედი, რომ დაკარგული სახელმწიფოებრიობა იქნებოდა აღდგენილი. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ღვაწლზე, თუ როგორ შევძელით ახალი სახელმწიფოს შექმნა და აღვადგინეთ ჩვენი ქვეყანა, უდიდესი წვლილი - ინტელექტუალური, ემოციური, პატრიოტული - მოდის სწორედ ამ კედლებზე. პირველმა რესპუბლიკამ ერთ-ერთი რაც დატოვა, იყო ეს უნივერსიტეტი", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

ქართული უნივერსიტეტის საზოგადოების აღდგენის ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, მთავრობის წევრები, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო და სხვა მოწვეული სტუმრები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს