საქართველოს მართლმსაჯულების სისტემას 23 ახალი მედიატორი ჰყავს

თბილისის საქალაქო სასამართლოში მედიატორთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. 23 მედიატორს პროფესიული სერტიფიკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე ვასილ მშვენიერაძემ გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საქალაქო სასამართლოს პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიებას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი - გიორგი მიქაუტაძე, საბჭოს წევრები, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე საქართველოში - შომბი შარპი ესწრებოდნენ.

მედიაციის ტრენინგისათვის მონაწილეთა შერჩევა კონკურსის საფუძველზე განხორციელდა და მათ 56-საათიანი ინტენსიური კურსი გაიარეს. სასამართლოს მედიატორთა ტრენინგის პროგრამა საერთაშორისო მეთოდოლოგიის გათვალისწინებით მომზადდა. ტრენინგები თბილისის საქალაქო სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ეგიდით, ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ჩატარდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მედიაციის ცენტრის მონაცემებით, სასამართლო მედიაციაზე მომართვიანობამ საგრძნობლად იმატა.

მედიაცია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის ნაწილია და იგი დავების ალტერნატიული მოგვარების მეთოდია. მისი განვითარება უზრუნველყოფს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობას და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სასამართლოს განტვირთვას. ასევე, მედიაცია საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ერთ-ერთი მოთხოვნაა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს