რუსთავის საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით მორთვის პროცესი მიმდინარეობს

რუსთავის საახალწლო ილუმინაციებითა და დეკორაციებით მორთვის პროცესი მიმდინარეობს. ქალაქის სხვადასხვა უბნებში, სკვერებსა და პარკებში სამუშაოებს რუსთავის ა(ა)იპ ,,უზრუნველყოფის სამსახურის” თანამშრომლები ახორციელებენ.

საახალწლო განათებებითა და დეკორაციებით გაფორმდა კოსტავას, მეგობრობის, შარტავას გამზირები, რუსთაველის, თოდრიას, მესხიშვილის, ცხრა ძმა ხერხეულიძისა და კლდიაშვილის ქუჩები, ცენტრალური ხიდი და მოედნები, სკვერები და პარკები.

როგორც ა(ა)იპ,,უზრუნველყოფის სამსახურის” უფროსმა ზაზა კუპატაძემ ,,ინტერპრესნიუსთან“ საუბარში განაცხადა, ქალაქის მთავარი ნაძვის ხე ტრადიციულად, მერიის წინ, თავისუფლების მოედანზე დამონტაჟდა და ახალი ილუმინაციებით მოირთო. ცენტრალური ქუჩების გარდა, წელს საახალწლოდ გაფორმდა გარეუბნებიც, კერძოდ ჭყონდიდელის დასახლებაში ცოცხალი ნაძვი მორთეს და მანათობელი დეკორაციები და ილუმინაციები დაამონტაჟეს.

საახალწლოდ რუსთავის გაფორმებაზე, ადგილობრივი ბიუჯეტიდან წელს 50 ათას ლარამდე დაიხარჯა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა