საფრანგეთის საელჩოს მიერ გაკეთებული განცხადება ნახევრად შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გია გაჩეჩილაძის(უცნობი) სიძის, ”სიტროენ ჯორჯიას” გენერალური დირექტორის გიორგი შარაშიძის ადვოკატმა, ირაკლი კორძახიამ განაცხადა.
კორძახიამ პრესკონფერენციაზე დეტალურად მიმოიხილა, თუ როგორ მოხდა ფრანგულ კომპანიასა და ”სიტროენ ჯორჯიას” ხელშეკრულების გაწყვეტა და რა იყო ამის გამომწვევი მიზეზები.
ადვოკატის განცხადებით, აღნიშნული ხელშეკრულება ძალაში იყო 2019 წლის ჩათვლით, კონტრაქტის გაწყვეტა კი განაპირობა იმან, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები უსასყიდლოდ აუქმებდნენ ტენდერებს და არაკანონიერი მიზნებით დისკვალიფიკაციას ახდენდნენ ”სიტროენ ჯორჯიასი”, რაც ადვოკატის თქმით, რეალურად იყო მიზეზი, რომ კომპანია მის მიერ ნაკისრ ვალდებულებებს ვერ ასრულებდა.
”კონსტრაქტვიჟენი” იყო ფრანგული ”სიტროენის” ექსკლუზიური წარმომადგენელი და იმპორტიორი საქართველოში. მას სრული უფლება ჰქონდა შეექმნა მთელი სადილერო ქსელი. ”კონსტრაქტვიჟენმა” გადაწყვიტა ჩამოეყალიბებინა მისი შვილობილი ”სიტროენ ჯორჯია”, რომელიც უშუალოდ მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებში, ამის თაობაზე ცნობილი იყო ფრანგული კომპანიისთვის. გაფორმებული ხელშეკრულება კი ძალაში იყო 2019 წლის ჩათვლით. მიმდინარე წლის მაისში ფრანგულმა ”სიტროენმა” ოფიციალურად გააფრთხილა ”კონსტრაქტვიჟენი”, რომ არ ხდებოდა შეკვეთილი მანქანების ღირებულებების გადახდა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ შემსყიდველი ორგანიზაციები უსასყიდლოდ აუქმებდნენ ტენდერებს და არაკანონიერი მიზეზებით დისკვალიფიკაციას ახდენდნენ ”სიტროენ ჯორჯიასი”. ამის გათვალისწინებით ფრანგულმა კომპანიამ 5 სექტემბერს გააფრთხილა ”კონსტრაქტვიჟენი” და პირველი ოქტომბრიდან შეწყვიტა ხელშეკრულება. საფრანგეთის საელჩოს განცხადება იყო ნახევრად სიმართლე. ოფიციალური განცხადებით ხელშეკრულება შეწყვეტილია”, - განაცხადა ირაკლი კორძახიამ.
საქართველოში საფრანგეთის საელჩომ კომპანია „სიტროენ საქართველოსთან“ დაკავშირებით განცხადება გააავრცელას. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანია „სიტროენ საქართველო“ არ შეიძლება დაკავშირებული იყოს „სიტროენის“ ბრენდთან, ვინაიდან არ იყო და არც არის სამართლებრივი კავშირი Automobiles Citroen SA და ამ იურიდიულ პირს შორის.
„აღნიშნული იურიდიული პირი არ იყო და არ არის სამართლებრივი წარმომადგენელი, უფლებამოსილი იმპორტიორი ან მიმწოდებელი საქართველოს ტერიტორიაზე. Automobiles Citroen SA უარყოფს ნებისმიერ კავშირს კომერციულ შეთავაზებებთან, რომელიც გაკეთებული იყო კომპანია „სიტროენ საქართველოს“ მიერ საჯარო ბაზრების კონტექსტში“, - ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"