მიხეილ ჯანელიძე - ევროპის საბჭოში რუსეთის ხმის აღდგენის საკითხზე ოპოზიციამ არაკომპეტენტური განცხადება გააკეთა

საგარეო საქმეთა მინისტრობის კანდიდატი მიხეილ ჯანელიძე გამოეხმაურა საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის კრიტიკას ევროპის საბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აღდგენის საკითხზე საქართველოს პოზიციის გამო.

მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, რუსეთისთვის ხმის აღდგენის საკითხზე გადაწყვეტილებას ევროპის საბჭოს საპარლამეტო ასამბლეა იღებს.

რაც შეეხება ამ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს პოზიციას, ჯანელიძის განცხადებით, საქართველო ყოველთვის მოქმედებს ეროვნული ინტერესების დაცვისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, ამ შემთხვევაში ევროპის საბჭოს პრინციპების გათვალისწინებით.

„აქაც სრული არაკომპეტენტურობა გამოავლინეს, როდესაც ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყეს. ჩვენ გვაქვს მხოლოდ ერთი ინსტრუქცია ჩვენი ელჩისთვის მიცემული და ჩვენი წარმომადგენლისთვის. ეს არის, რომ მან იმოქმედოს და ნებისმიერი მისი განცხადება და ჩართულობა იყოს შესაბამისი ევროპის საბჭოს ძირეულ პრინციპებთან, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ქვეყნის ეროვნულ ინტერესებთან. თუმცა ეჭვი მიჩნდება, რომ იმ ადამიანს ვინც ეს შეკითხვა დასვა, საერთოდ არ გააჩნია ეროვნული ინტერესები, მას მხოლოდ პარტიული ინტერესები ამოძრავებს და ეს დადასტურებული ფაქტია სწორედ იმ მიწერილი კომუნიკაციით, რასაც ის ახორცილებს ევროპარალმენტარებთან.

მეორე, რაშიც გამოიხატება არაკომპეტენტურობა - მინისტრთა კომიტეტი არ არის უფლებამოსილი განიხილოს რუსეთის ხმის აღდგენის საკითხი, შესაბამისად ნებისმიერი კითხვა თუ რა პოზიცია დააფიქსირა სხდომაზე ჩვენმა წარმომადგენემა რუსეთის საკითხთან დაკავშირებით არის სრულად არაკომპეტენტური. ამასთან ერთად ნებისმიერი განხილვა, რომელიც მინისტრთა კომიტეტში იმართება არის დახურული, და მინისტრთა კომიტეტი რეგულარულად აფრთხილებს ყველა მისიას, რომ ის საკითხები რომელიც იხილება მინისტრთა კომიტეტში, არ იყოს საჯარო და არ მოხდეს მისი გაჟღერება. რაც შეეხება ხმის აღდგენის პროცესს, ეს არის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გადასაწყვეტი და პარლამენტარების კომპეტენცია“, - განაცხადა ჯანელიძემ.

ზაალ ანჯაფარიძე - საარჩევნო სისტემაზე ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებზე შეიძლება წამოვიდნენ ის პარტიები, რომლებსაც „ნაციონალების“ წინაშე რაიმე ვალდებულებები არ გააჩნიათ
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ყველაზე უფრო საგულისხმოა, აშშ-ს ახლად დანიშნული ელჩის დუმილი, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ვაშინგტონი ყოყმანობს, რომელ პოლიტიკურ ძალაზე დადოს ფსონი
რა შესაძლებლობებს აძლევს განათლების საერთაშორისო ცენტრი საზღვარგარეთ სწავლის მსურველ საქართველოს მოქალაქეებს - ინტერვიუ ნინო ჭელიძესთან
ირაკლი გურჩიანი - ყოველი დღე განვითარების ახალი შესაძლებლობაა და ამის დასტური „ტოიოტას“ უახლესი მოდელებია
JTI საქართველოში ისევ საუკეთესო დამსაქმებელია
სამშენებლო პროექტი - იდეიდან უძრავ ქონებამდე
უპრეცედენტო შეთავაზება "სილქნეტისგან" - ახალი აბონენტები ინტერნეტისა და ტელევიზიის მაქსიმალურ პაკეტებს სპეციალურ ფასად გაიაქტიურებენ