გიორგი გახარია - სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა

სრული პასუხისმგებლობით მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ჩვენი უმთავრესი ფასეულობა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

ამ კომენტარით გახარია ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა, როდესაც კულტურის პალატის პრეზიდენტმა დავით ოქიტაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ეკა წამალაშვილს პირდაპირ ეთერში ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდეგ კი წყალი შეასხა.

„რა თქმა უნდა, მსგავს შემთხვევებს, ვისი მხრიდანაც არ უნდა მოდიოდეს, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ამ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. სავარუდოდ, ეს არის 126-ე მუხლი, შესაბამისად, შემდგომი გადაკვალიფიცირება შეიძლება მოხდეს, თუმცა ფაქტია, რომ ახლა გამოძიება დაწყებულია და, რა თქმა უნდა, დადგება შედეგი, რომელზეც მივა გამოძიების პროცესი. საქმე არის აღძრული და მიმდინარეობს მოკვლევა. ერთი რამ მინდა ვთქვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ყველა მოქმედებას, სადაც სამართალდამცველ ორგანოებს ექნებათ ვალდებულება, შეასრულონ თავისი მისია, შეასრულებენ ყველა ვარიანტში. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, პოლიტიკურად ნეიტრალური საპოლიციო სისტემა არის ამ ქვეყანაში მთავარი“, -განაცხადა გიორგი გახარიამ.

ტელეკომპანია „იბერიაში“ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, შს სამინისტრომ გამოძიება ძალადობის ფაქტზე, სსსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო. უწების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის, ძველი თბილისის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ მიმდინარე წლის 21 დეკემბერს თბილისში, ჩუბინაშვილის ქუჩაზე ტელეკომპანია „იბერიის“ გადაცემაში "ცენზურის გარეშე“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საბჭოს წევრ ეკა წამალაშვილს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

„მომხდარზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის ინციდენტში მონაწილე პირების გამოკითხვა. გამოძიება ძალადობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით”, - აღნიშნულია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა