გიორგი კვირიკაშვილი - ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ

მომხრე ვიქნები, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ - პირადად დავუჭერ მხარს, მაქსიმალურად, რამდენჯერმე გავამკაცროთ კანონმდებლობა ამ მიმართულებით, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.

მისი შეფასებით, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში უბედურება ხდება და არის სამარცხვინო მდგომარეობა.

”ჩვენი ქვეყნის უმძიმესი პრობლემაა ქალთა მიმართ ძალადობა. მართლაც და, ქვეყნის ღირსების საკითხია - რაღაცებით მოგვაქვს თავი და, დღე და კვირა არ გავა, რომ მამაკაცმა, თუ შეიძლება მას მამაკაცი ეწოდოს, ცოლი თუ ყოფილი ცოლი არ მოკლას, თან ძალიან სასტიკი ფორმით. ამ მიმართულებით უბედურება ხდება ქვეყანაში. ეს არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა როგორც კრიმინალთან ბრძოლის მიმართულებით, ასევე კულტურული და მენტალური პრობლემა გახლავთ. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები გვაქვს გადასადგმელი. ვიქნები მომხრე, ქალთა მიმართ ძალადობაზე ყველაზე საშინელი სასჯელი დავაწესოთ. ჩვენ გარკვეული ნაბიჯები გადავდგით. იუსტიციის მინისტრმა გარკვეული ცვლილებები დააინიცირა, მაგრამ სამწუხაროდ, შედეგი იმაზე მეტყველებს, რომ ამ მიმართულებით სასურველი შედეგი ვერ მივიღეთ. ის, რაც ამ მიმართულებით ხდება, არის ჩვენი ქვეყნის სირცხვილი. მომხრე ვიქნები, პირადად დავუჭერ მხარს, რომ მაქსიმალურად, კიდევ უფრო რამდენჯერმე გავამკაცროთ კანონმდებლობა, რომ არ გვქონდეს ასეთი დრამატული სურათი”, - განაცხადა კვირიკაშვილმა პარლამენტის სხდომაზე.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - „ქართული ოცნების“ ეკონომიკური პროგრამა გაცილებით უფრო მოკრძალებული, მაგრამ, ამავდროულად, გაცილებით უფრო რეალისტურია
გია ხუხაშვილი - თუ პროპორციულ არჩევნებში ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 40%-იანი ბარიერის გადალახვა, ხელისუფლებას მეორე ტურში შეიძლება შეექმნას სერიოზული პრობლემა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2020
რან გიდორი - სწრაფვა მშვიდობისკენ კორონავირუსის დასამარცხებლად
"მემარცხენე ალიანსის" ლიდერი კახა ძაგანია - "ვხსნით ჩვენს პარტიას რეგისტრაციიდან და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს"
ირმა ინაშვილი - ჩვენთან მიმართებაში გამოცხადებულია საინფორმაციო ბლოკადა
წინანდლის მამული რიგით მეორე მუსიკალურ ფესტივალს მასპინძლობს
წინანდლის მუზეუმს შარლ დე გოლის წერილები გადაეცა