სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის ადმინისტრაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრიდან აცნობეს, მემორანდუმი რეგიონის სოფლის მეურნეობის ძირითად მიმართულებებთან დაკავშირებით ფერმერებისთვის სიახლეების, რეკომენდაციებისა და გამოცდილების გაზიარებას, თემატური სწავლებების ჩატარებას გულისხმობს. ღონისძიებას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის პირველი მოადგილე იოსებ ოქრომელიძე, მოადგილე სიმონ გულედანი და ფერმერები ესწრებოდნენ. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ იური ნოზაძემ სახელმწიფოს მიერ რეგიონში განხორციელებულ პროექტებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ რეგიონში სოფლის მეურნეობის მიმართულებით სხვადასხვა პროექტი ხორციელდება, რომელიც ხელს უწყობს ადგილობრივი პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.

„ყველა ის პროგრამა, რომელიც ბოლო 5 წლის განმავლობაში ხორციელდება გაფართოვდება და მასშტაბური გახდება, რაც დარგის განვითარებას შეუწყობს ხელს. სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იზრუნებს ადგილობრივი ფერმერების ცოდნის ამაღლებაზე და მიაწვდის ინფორმაციას იმ სიახლეებზე, რომლებიც აგრარულ სფეროში ხორციელდება“, - აღნიშნა იური ნოზაძემ.

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს მარცვლელული კულტურების მოვლა-მოყვანის და დაავდებეთან ბრძოლის მეთოდებზე, სათესლე და სარგავი მასალი სერტიფიცირებაზე, ინსპექტირებასა და კანონმდებლობაზე, რეგიონში მეცხოველობის განვითარებაზე, მეხილეობაზე და დარგში არსებულ პრობლემებზე სწავლებები ჩაუტარეს. სოფლის მეურნეობის მეღვინეობისა და პროდუქტთა შენახვა-გადამუშავების სამსახურის უფროსმა დავით ჩიჩუამ კი ადგილობრივებს შიდა ქართლში მეღვინეობის პოტენციალი გააცნო. ღონისძიების ფარგლებში იშვიათი ვაზის ჯიშებისგან დაყენებული ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა