ოთარ აბესაძის ადვოკატებმა, შესაძლოა, ევროსასამართლოს მიმართონ

ოთარ აბესაძის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით ადვოკატებმა, შესაძლოა, სარჩელი ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში შეიტანონ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ოთარ აბესაძის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ განუცხადა.

ჭკადუას განცხადებით, მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც ტექნიკურ პროცედურებთან არის დაკავშირებული. სარჩელის მთავარ მიზანს ის წარმოადგენს, რომ ოთარ აბესაძის მიმართ ირღვევა კონსტიტუციურად დაცული უფლებები და ის არაადამიანურ პირობებში იმყოფება.

„ოთარ აბესაძისთვის აღმკვეთი ღონისძიების შეცვლის საკითხთან დაკავშირებით, ვაპირებთ მივმართოთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს, ვინაიდან ის იმყოფება არაადამიანურ პირობებში. ჩვენ გვსურს, რომ ოთარ აბესაძეს გირაოს სანაცვლოდ მიეცეს შესაძლებობა სასამართლოში სიარულის, მკურნალობის და პროცესები ჩატარდეს კანონის სრული დაცვით. მსგავს დანაშაულებთან დაკავშირებით უამრავი ადამიანია გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებული და თავად ოთარ აბესაძეც აღიარებს დანაშაულს და ინანიებს მის ქმედებას. თუმცა, სასამართლომ მაინც არ დააკმაყოფილა ეს მოთხოვნა. მაინც და მაინც „ნაციონალურ მოძრაობაში“ უნდა გავაწევრიანოთ ეს ადამიანი, რომ გარეთ გამოვიდეს?! ეს არ ყოფილა ქართველი ხალხის ოცნება“, - განაცხადა ირმა ჭკადუამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა