ადვოკატი ზვიად რატიანის დაზარალებულად ცნობას და ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების დროულად ჩატარებას ითხოვს

პოეტ ზვიად რატიანის ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფის დაზარალებულად ცნობას, პოლიციელების მხრიდან ჩადენილ სავარაუდო დანაშაულზე დაწყებული გამოძიებისთვის კვალიფიკაციის შეცვლასა და ამოცნობის საგამოძიებო მოქმედების დროულად ჩატარებას ითხოვს.

როგორც რატიანის უფლებების დამცველმა, ანა ნასრაშვილმა განაცხადა, რატიანმა დაკითხვისას გამოძიებას მიუთითა, რომ შეუძლია გარკვეული პირების ამოცნობა. გარდა ამისა, ადვოკატი ვიდეოჩანაწერების დროულ დაარქივებასა და ამოღებაზეც საუბრობს.

დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე დაცვის მხარე პროკურატურას დღეს ოფიციალურად მიმართავს. "ჩვენ დღეს მივმართავთ პროკურატურას იმის თაობაზე, რომ მათ მიიღონ გადაწყვეტილება, ზვიად რატიანისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებაზე. ამ სტატუსის მიღების შემდეგ ჩვენ გვექნება წვდომა ყველა იმ მტკიცებულებაზე, რომელსაც გამოძიება მოიპოვებს და საქმეშში ჩადებს. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია სწორი კვალიფიკაციის საკითხი. ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, თუმცა, ის გარემოებები, რომლებზეც ზვიად რატიანი მიუთითებს, არის არასათანადო მოპყრობა და სწორედ ამ მუხლით უნდა წარიმართოს შემდგომში გამოძიება. ასევე, მნიშვნელოვანია ვიდეოჩანაწერების დროულად დაარქივება და ამოღება. ეს მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ბატონი ზვიადი საუბრობს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალადობის ფაქტებზე, რომელიც დაფიქსირდა რამდენიმე ლოკაციაზე. დაკითხვისას მივუთითეთ რამდენიმე პილიციის თანამშრომლის გარეგნული აღწერილობა და ზვიად რატიანს შეუძლია ამ პირების ამოცნობა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა დაინიშნოს ეს საგამოძიებო მოქმედება", - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

ადვოკატის თქმით, რომელიც ამავე დროს არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" იურისტია, პოლიციელების მხრიდან ჩადენილი დანაშაულების გამოძიების ეფექტურობის გაზრდის მიზნით, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის აუცილებლობაზეც საუბრობს. "პოლიციელების მხრიდან დანაშაულის ჩადენის დროს, ყოველთვის იკვეთება ხოლმე დაუსჯელობის პრობლემა. სწორედ ამიტომ დიდი ხანი ჩვენ ვსაუბრობთ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნაზე, რომელიც ერთგვარად იქნებოდა გარანტი იმის, რომ საზოგადოებას ნდობა ჰქონოდა ამგვარი გამოძიების მიმართ", - განაცხადა ანა ნასრაშვილმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 14.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს