პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

პოეტ ზვიად რატიანის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა ჩანიშნული. დღევანდელ პროცესზე მხარეები იმ მტკიცებულებებზე იმსჯელებენ, რომელიც ზვიად რატიანის დაკავებას ასახავს. პროცესზე ასევე, სავარაუდოდ, გამოკვლეული იქნება სამხრე კამერების ჩანაწერები, სადაც შს სამინისტროს მტკიცებით ჩანს, რომ ზვიად რატიანი პოლიციას აგინებს.

პოეტი რამდენიმე დღის წინ ჩატარებული საპოლიციო კონტროლისას დააკავეს. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავებიან. თავად რატიანი კი სამართალდამცველებს ძალადობასა და არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. რატიანის განცხადებით, დაკავების შემდეგ პოლიციელებმა მას სასტიკად სცემეს. ზვიად რატიანის აღნიშნული განცხადების საფუძველზე პროკურატურამ გამოძიება პოლიციელების მხრიდან სავარაუდო უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე დაიწყო.

07.07.2025 / 08:38

გიორგი გობრონიძე - სამხრეთ კავკასიის რეგიონში რუსულ-ირანული ღერძის შესუსტება, შესაძლოა, გახდეს აზერბაიჯანულ-თურქული ღერძის გაძლიერების კატალიზატორი
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს