თურქეთში გიულენთან კავშირის ბრალდებით 171 პირის დაკავების ორდერები გაიცა

თურქეთის უშიშროების სამსახურმა ფეთჰულაჰ გიულენის ორგანიზაციასთან კავშირის ბრალდებით 54 ადამიანი დააკავა. ამის შესახებ სააგენტო „ანადოლუ“ წერს.

სააგენტოს ცნობით, სტამბოლის პროკურატურამ 171 პირის დაკავების ორდერები გასცა, მათი დაკავების ოპერაცია 29 პროვინციაში მიმდინარეობს. ეჭვმიტანილთა შორის არიან ფატიჰის უნივერსიტეტის თანამშრომლებიც.

გამოძიების ინფორმაციით, აღნიშნული პირები იყენებდნენ აპლიკაცია ByLock-ს, რომელშიც მიმოწერის დაშიფვრა შეიძლება.

თურქეთის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ამ აპლიკაციით სარგებლობდა ფეთჰულა გიულენი, რომელსაც ანკარა 2016 წლის ივლისში თურქეთში მომხდარი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებს. აშშ-ში მცხოვრები გიულენი ამ ბრალდებებს არ ეთანხმება.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა