თბილისის მერის მოადგილე ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფასთან დაკავშირებით გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხს არ გამორიცხავს

თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ბაგა-ბაღების კვებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით გარკვეული პირების პასუხისმგებლობის საკითხს არ გამორიცხავს. როგორც ბენდელიანი აცხადებს, კონკრეტული დარღვევების შესახებ კონკრეტული ფაქტები არსებობს.

"მე ვერ გამოვრიცხავ კონკრეტული პირების პასუხისმგებლობას. კონკრეტული ფაქტები არსებობს, კონკრეტული დარღვევების შესახებ და ვინც ამ დარღვევაში მონაწილეობდა ლოგიკურია, რომ მათ მიმართ პასუხისმგებლობა დადგეს", - აცხადებს ბენდელიანი.

თბილისის მერის მოადგილე კომპანია "ელფის" ბრალდებებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ტენდერში მონაწილეობის მიღებაში კომპანიისთვის ხელი არავის შეუშლია.

"ეს არის სრული სიცრუე, იმიტომ, რომ არანაირი ხელშეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ამ კომპანიამ უპრობლემოდ შეძლო სატენდერო პროცედურებში მონაწილეობა. მიზეზს ვერ ვხვდები სად იკვეთება ხელის შეშლას.

რაც შეეხება ეტიკეტირების, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება კომპანიისთვის უფრო მეტად წამგებიან პოზიციაში ყოფნა, თუ აპელირებს დაიწყებენ ეტიკეტთან დაკავშირებით. ამ ლოგიკით გამოდის, რომ თვეების მანძილზე კონკრეტული ქარხანა კონკრეტულ პროდუქტს უშვებდა ისე, რომ შეფუთვაში ეწერა ერთი კონკრეტული პროდუქტი და სულ სხვა პროდუქტი იყო.

გარდა ამისა, ბატონი გიორგიძე, რომელიც კომპანიაში გუშინ დაადანაშაულეს, არის ჩვენი შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი, რომელიც პერიოდულად ამოწმებს მერიის საქალაქო სამსახურებს და სტრუქტურულ ერთეულებს, ჰქონდა შემოწმება ბაღების სააგენტოს ნაწილშიც და კონკრეტული დარღვევები აღმოაჩინა, რის თაობაზეც წერილობით აცნობა შესაბამის ორგანოებს"- განაცხადა ბენდელიანმა.

რაც შეეხება ბაგა- ბაღების სააგენტოში დირექტორების დაბარებას, რომ დეკემბრის მიღება ჩაბარების აქტს ხელი არ მოაწერონ, ბენდელიანი აცხადებს, რომ ასეთი ინფორმაცია არ აქვს.

"არ მაქვს ინფორმაცია დაიბარეს თუ არა ბაღების სააგენტოში ბაღების დირექტორები. წერილობითი მითითება მიეცათ ბაღების დირექტორებს, რომ ხელი არ მოაწერონ მიღება- ჩაბარების აქტს. მითითება გამომდინარეობს იქიდან, რომ როდესაც არსებობს შეკითხვები ფინანსური დარღვევის შესახებ, ასეთ დროს მიღება ჩაბარების ხელშეკრულება არ უნდა გაფორმდეს",- აცხადებს ბენდელიანი.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა