რუსთავში მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს

რუსთავში თავისუფლების მოედანზე, ,,საახალწლო სოფლში“ მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო კონცერტი მიმდინარეობს. ,,საახალწლო სოფელში“ პატარებს სანტა კლაუსი მასპინძლობს.

როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, საახალწლო ღონისძიებები რუსთავში 29 დეკემბერს დაიწყო და დღეს ღამის თერთმეტ საათზე გალა-კონცერტითა და ,,მრავალჟამიერით" სრულდება. საახალწლო გალა-კონცერში მონაწილეობას ლაშა ბერიძე, ოთო ნემსაძე, სალომე ბაკურაძე, დათუნა მგელაძე, ანანო მჟავია, თემურ თათარაშვილი, დათო ნეფარიძე და „პანჩო“ მიიღებენ. მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს დამდეგ შობა-ახალ წელს გალა-კონცერტის მიმდინარეობისას, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი მიულოცავენ.

„საახალწლო სოფელი“ ახალი წლის და შობის დეკორაციებით, მანათობელი ანგელოზებით, თოვლის ბაბუებით, ნაძვის ხეებით, სასაჩუქრე ყუთებით აწყობილი ნაძვის ხითა და ირმებიანი მარხილითაა გაფორმებული. სოფლის პერიმეტრი მორთულია საახალწლო სანათებით, თივის შეკვრებით, დიდი სასაჩუქრე ყუთებით, გირლიანდებითა და წითელი ბაბთებით.

სამი დღის განმავლობაში ,,სახალწლო სოფელში“ ხელნაკეთი ნივთებისა და სუვენირების გამოფენა-გაყიდვა მიმდინარეობს, მოწყობილია სანტას კუთხე, მინი კინოთეატრი ბავშვებისათვის, გაიმართა სამუსიკო სკოლებისა და მუსიკალური სტუდიების კონცერტები, ფლეშმობი, საცირკო და თეატრალური წარმოდგენები, ილუზიონისტებისა და ანიმატორების შოუ.

„საახალწლო სოფელში“ მისულ ბავშვებს, სხვადასხვა ზღაპრის გმირები ეგებებიან, პატარებს იქვე ხვდებათ სანტა კლაუსი, რომელიც მათ საჩუქრებს ურიგებს. მინი კინოთეატრში 18:00 საათიდან ბავშვები საახალწლო მოკლემეტრაჟიანი მულტფილმებისა და ფილმების ნახვის, ასევე Photo bus-ში სპეციალურად მოწყობილ კაბინაში ფოტოს გადაღების შესაძლებლობა აქვთ.

გაიმართა ადგილობრივი ფოლკლორული ანსამბლების - „თუთარჩელას“, „ფიროსმანის“,„მე რუსთველისა“ და „სალხინოს“, ასევე მუსიკალური ბენდების - „გროს ოქტეტისა“ და ‘’Menzura”-ს კონცერტები.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა