მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს შეძახილებით შეხვდნენ

მიხეილ სააკაშვილის საქმეზე პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ შეძახილებით შეხვდნენ.

სააკაშვილის მხარდამჭერები აცხადებდნენ, რომ პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი არის მიკერძოებული და მთავრობის ინტერესების გამტარებელი. ამასთან, მათი თქმით, მას უნდა რცხვენოდეს საკუთარი პოზიციის.

სააკაშვილის მხარდამჭერების შეძახილები გაგრძელდა მთელი იმ პერიოდის განმავლობაში, როდესაც პროკურორი ირაკლი ნადარეიშვილი ჟურნალისტებს ინტერვიუს აძლევდა. ინტერვიუს დასრულების შემდეგ კი მიხეილ სააკაშვილის მხადამჭერები პროკურორ ირაკლი ნადარეიშვილს შეძახილებითა და სტვენით სასამართლოს ეზომდე გაყვნენ.

ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სასამართლოებში პირველი განაჩენი გამოცხადდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ყოფილი პრეზიდენტის ბრალდების ნაწილთან დაკავშირებით გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლემ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის.

ემილ ავდალიანი - ნაკლებად სავარაუდოა, საქართველომ რეგიონში მთავარი ტრანზიტული ქვეყნის როლი დაკარგოს, სომხეთზე გამავალი გზა მაინც უფრო მეორადი ხასიათის იქნება
გიორგი მელაშვილი - ჩვენ ვკარგავთ გეოპოლიტიკურ მომენტს: „ქართული ოცნება“ მიზანმიმართულად გვაშორებს დასავლეთს, სახიფათო სპირალი, რომელშიც ვიმყოფებით, არის „ქართული ოცნების“ პროპაგანდისა და პოლიტიკის ლოგიკური შედეგი
ქართული პრესის მიმოხილვა 06.11.2025
წარმატების საიდუმლო იარაღი: როგორ გამოვიყენოთ შეკითხვები ჩვენს სასარგებლოდ?