სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის იტალიაში ვიზიტის გადადების გამო ვატიკანის საელჩო საქართველოში გულისტკივილს გამოთქვამს.
საქართველოში ვატიკანის საელჩომ დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც გულისტკივილია გამოხატული უწმინდესის ჯანმრთელობის გამო საქართველოს; კათოლიკოს პატრიარქის იტალიაში ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. განცხადებაში ნათქვამია, რომ უწმინდესი იტალიაში ვიზიტის დროს რომის პაპს, ბენედიქტე XVI-საც უნდა შეხვედროდა.
~მისი უწმიდესობა პაპი, რომელიც მზად იყო ძმური სამშვიდობო ამბორით დახვედროდა ძვირფას სტუმარს, მხურვალედ შესთხოვს ყოვლისშემძლე ღმერთს ჯანმრთელობა აღუდგინოს პატრიარქს და კვლავაც დიდხანს ამყოფოს იგი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მამად და წინამძღვრად, მთელი ქართველი ხალხის სულიერ და ზნეობრივ ხელისუფლად. ამასთან, პაპი იმედს არ კარგავს, რომ მალე უმასპინძლებს პატრიარქს ვატიკანში~, _ ნათქვამია განცხადებაში.;
ვატიკანის საელჩო _ წმიდა საყდრის სადესპანო საქართველოში უერთდება მისი უწმიდესობა რომის პაპის ლოცვა-ვედრებას და მოუთმენლად ელის პატრიარქის დაბრუნებას სამშობლოში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"