სახალხო დამცველმა ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა დაიწყო

ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული მერიის ყოფილი თანამშრომლის, ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა დაიწყო. როგორც ომბუდსმენის განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის წარმომადგენელმა ბრალდებული ჩაფიძის კლინიკაში უკვე მინახულა. ამასთან, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულ ოთარ აბესაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონიტორინგს.

„მაღალი საჯარო ინტერესის გათვალისწინებით სახალხო დამცველი აცნობებს საზოგადოებას, რომ ბრალდებულ ოთარ აბესაძის საქმის შესწავლა სახალხო დამცველმა, კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, საკუთარი ინიციატივით დაიწყო. აღნიშნული საქმის შესწავლის ფარგლებში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ჩაფიძის სახელობის გულის ცენტრში მოინახულეს ბრალდებული.

სახალხო დამცველის აპარატი ახორციელებს და მომავალშიც გააგრძელებს ბრალდებულ ოთარ აბესაძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის განხილვის მონიტორინგს.

სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბრალდებულის მიმართ გამოყენებული პატიმრობა უნდა იყოს პროპორციული. პატიმრობის შესახებ გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს ეფექტიანი გამოძიების ინტერესებს და ამასთან, ითვალისწინებდეს ბრალდებულთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებს, მათ შორის, ჯანმრთელობის მდგომარეობას“, - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

მერიის ყოფილი თანამშრომელი ოთარ აბესაძე ქრთამის აღების ბრალდებით სუს-მა დააკავა. გამოძიების თანახმად, აბესაძემ მდინარე მტკვარზე, გარკვეული კონსტრუქციის აშენებისთვის საჭირო ნებართვის მისაღებად და ნებართვის მიღებამდე მშენებლობის წარმოების მფარველობის სანაცვლოდ მოქალაქეს 3 ათასი დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს