ადვოკატის ინფორმაციით, პანკისის ხეობაში დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს

პანკისის ხეობაში, გუშინ, სპეცოპერაციის დროს დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. როგორც ზურაბ იდოიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, ის შეხვდა მისი დაცვის ქვეშ მყოფ პირს, თუმცა, რა თემაზე ისაუბრეს, აღნიშნა, რომ ამას ვერ გაასაჯაროებს.

ადვოკატის ინფორმაციით, ბრალის წარდგენა დაკავებიდან 48 საათის განმავლობაში უნდა მოხდეს, თუმცა კონკრეტული საათი, თუ როდის მოხდება ბრალის წარდგენა ადვოკატს ამ ეტაპზე ეს ინფორმაცია არ აქვს.

„ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს, შესაბამისად ის თავს დამნაშავედ არ თვლის. მას არ სურს ასევე განცხადების გაკეთება. ჩვენ ველოდებით ბრალის წაყენებას და საქმის მასალების გადმოცემას. იქიდან გამომდინარე, რომ ის გუშინ დააკავეს და 48-საათიან ვადაში უნდა წაუყენონ ბრალი, ველოდებით, რომ ბრალის წაყენება მოხდება დღეს ან ხვალ“, - განაცხადა ზურაბ იდოიძის ადვოკატმა დავით მოდებაძემ.

ზურაბ იდოიძე გუშინ, ახმეტაში დააკავეს. სოფელ ომალოში მის კუთვნილ სახლში ჩატარდა ჩხრეკა.

როგორც სუს-ის მიერ გავრცელებუო ინფორმაციაშია ნათქვამი, გამოძიების ამ ეტაპზე დადგენილია, რომ დაკავებული ზურაბ იდოიძე, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ჩავიდა თურქეთის ქალაქ ხოფაში ახმედ ჩატაევის და მისი დაჯგუფების წევრების დასახმარებლად. დაკავებულმა, ზურაბ გორნაკაშვილთან ერთად ახმედ ჩატაევი და მისი დაჯგუფების წევრები ხოფაში, მათი დროებითი საცხოვრებელი ბინიდან მანქანით მიიყვანა თურქეთ-საქართველოს საზღვართან, კირნათი-მარადიდის მწვანე ზოლის მონაკვეთამდე.

„გამოძიება საქართველოს სსკ-ის 331-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის დაფინანსებას, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარ მატერიალურ მხარდაჭერას ან რესურსებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია. სასჯელის ზომად 17-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა