პაატა იმნაძე - ჩვენ ადამიანებს ერთი თვე უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომლის უვარგისობაზეც ინფორმაცია გავრცელდა, ადამიანებში არანაირი უკუჩვენება არ გამოუვლენია.

როგორც მან ჯანდაცვის სამინისტროში ჟურნალისტებს განუცხადა, ეს ვაქცინა ქვეყანაში ყოველგვარი კანონმდებლობის დაცვით იყო შემოტანილი, აქედან გამომდინარე, ვაქცინაზე ყოველგვარ ინსინუაციებს მიუღებლად მიიჩნევს.

„ჩვენ ადამიანებს უვაქცინოდ ვერ დავტოვებდით ერთი თვე იმიტომ, რომ ადამიანი მოკვდებოდა, თუ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას არ გავუკეთებდით. აქედან გამომდინარე, სანამ ახალი არ შემოვიტანეთ, ეს ვაქცინა გავაგრძელეთ და უმოკლეს ვადაში ახალი შემოვიტანეთ. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის ვაქცინა არ ვარგოდა. უბრალოდ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ქარხანას მოუხსნა პრეკვალიფიკაცია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ასევე, პაატა იმნაძეს არ განუმარტავს, რის საფუძველზე მოეხსნა პრეკვალიფიკაცია თავის დროზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინას, რომელიც შემდეგში ახალი ვაქცინით ჩანაცვლდა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება