“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, დეტალური და დამაჯერებელი განმარტებები გააკეთოს 2016 წელს ცოფის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით

“ევროპული საქართველო” ჯანდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, გააკეთოს დეტალური და დამაჯერებელი განმარტებები 2016 წელს ცოფის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით.

როგორც პარტიის წევრმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ 2016-2017 წლებში შეძენილი და გამოყენებული ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის თაობაზე ჯანდაცვის სამინისტროსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შორის წარმოქმნილმა დავამ საზოგადოებაში შეშფოთება გამოიწვია.

”აუდიტის სამსახურს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, შეამოწმოს სახელმწიფო პროგრამების, მათ შორის, იმუნიზაციის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვების კანონიერება, თუმცა მას აღნიშნულ საკითხზე უფრო დაზუსტებული ინფორმაციის საჯაროდ გავრცელება მართებდა. ასევე, მიზანშეწონილი იყო, ჯანდაცვის სამინისტროს საზოგადოება გაეფრთხილებინა და გაცილებით დამაჯერებელი დეტალური განმარტებები გაეკეთებინა. სამწუხაროდ, ორ სახელმწიფო უწყებას შორის კამათმა გუშინ საზოგადოებაში დაბნეულობა კიდევ უფრო გააღრმავა. საბიუჯეტო თანხების გამოყენების მართლზომიერება აუდიტის სამსახურის შემდგომი კვლევის საგანია. ასევე აუცილებელია, ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატაროს შიდა მოკვლევა იმასთან დაკავშირებით, ხომ არ მიაყენა ზიანი თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობას აღნიშნული ვაქცინის გამოყენებამ, და სრულფასოვანი ანგარიში წარუდგინოს საზოგადოებას. მაგრამ დღეს უკვე აშკარაა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მიყენებული ზიანი, რაც ორ სახელმწიფო უწყებას შორის არასათანადო კოორდინაციამ და სრულფასოვანი კონსულტაციების არარსებობამ მოიტანა. საზოგადოების ნაწილში ისედაც არსებობს უნდობლობა ზოგადად ვაქცინების ხარისხის და ზოგჯერ აცრების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებითაც კი. გუშინდელმა აჟიოტაჟმა იმუნიზაციის მიმართ საზოგადოებრივი ნდობა კიდევ უფრო შეარყია, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს.

მოვუწოდებთ ჯანდაცვის სამინისტროს, გააკეთოს უფრო დეტალური და დამაჯერებელი განმარტებები 2016 წელს ცოფის ვაქცინის გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჩაატაროს იმუნიზაციის პროგრამის მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლების ფართომასშტაბიანი კამპანია”, - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს