დავით სერგეენკო - ვაქცინა, რომელზც ჯანმო პრეკვალიფიკაციას მოხსნის, არ ნიშნავს, რომ საფრთხეს წარმოადგენს

ვაქცინა, რომელზც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია პრეკვალიფიკაციას მოხსნის, არ ნიშნავს, რომ წარმოადგენს საფრთხეს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სამინისტროში ვაქცინაციის საკითხზე გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ცოფის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხი არ შეიძლება დაუკავშირდეს ბავშვების საყოველთაო ვაქცინაციას. ”გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგებოდა, მისი არც ერთი პუნქტი არ შეესაბამება სიმართლეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრობლემა ვრცელდებოდა მთლიანად იმუნიზაციის პროგრამაზე, მათ შორის ბავშვების ვაქცინაზე. არავითარ შემთხვევაში! ეს მსჯელობა იყო მხოლოდ კონკრეტულ ჯგუფზე, ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინაზე.

გავრცელებული ინფორმაცია, რომ ამ ვაქცინას არ ჰქონდა ბაზარზე დაშვება, არ იყო რეგისტრირებული და საერთოდ არალეგალური იყო, არ შეესაბამება სიმართლეს. ეს იყო ჩვეულებრივად რეგისტრირებული 2015 წელს. ინფორმაცია, რომ ეს ვაქცინა პოტენციურად საფრთხეს უქმნიდა ადამიანების ჯანმრთელობას - არც ეს ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს. ჩვეულებრივად ვაქცინის ან ნებისმიერი მედიკამენტის რეგისტრაციაში არის რამდენიმე დონე. ერთი ის, რომ საკუთრივ რეგისტრაცია ხდება. ამაზე უფრო მაღალი დონე არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მინიჭებული პრეკვალიფიკაცია, რომელიც არის ხარისხის კიდევ უფრო მაღალი თამასა.

ყველა ვაქცინა, რომელზც პრეკვალიფიკაციას მოხსნის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, არ ნიშნავს, რომ ეს ვაქცინა წარმოადგენს საფრთხეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

იმუნიზაციის პროგრამით საქართველოში 29 222 დოზა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი კონკრეტული ვაქცინა გაიხარჯა, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო რეკომენდაციით, მოხმარებიდან უნდა ამოღებულიყო - აღნიშნული ინფორმაცია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ საკუთარ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ეწერა.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს