სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება

სამხედრო რეზერვის სისტემა იცვლება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას.

„მინდა შევეხო რამდენიმე საკითხს. პირველ რიგში, ეს არის ცვლილებები რეზერვის სისტემაში. თავდაცვის სამინისტროს გამოაქვს სარეზერვო სისტემის ახალი კონცეფცია. უახლესმა ისტორიამაც ნათლად აჩვენა, რომ რეზერვის მოქმედი სისტემა საჭიროებს სერიოზულ გარდაქმნას და დახვეწას. ძლიერი სარეზერვო სისტემა ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ახალი კონცეფცია, რომელიც არის შემუშავებული, ტოტალურ თავდაცვაში საქართველოს მოქალაქეების ჩართულობას ითვალსწინებს, ასევე სამობილიზაციო რესურსის ოპტიმალურ გამოყენებას. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კონცეფციით სამობილიზაციო რეზერვთან ერთად აქტიური რეზერვის სამი სხვადასხვა სახე არის გათვალისწინებული: ეს არის ნებაყოფლობითი, საკონტრაქტო და ანაზღაურებადი. ეს სისტემა საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მოქალაქემ ამ სისტემაში თავისი ადგილი ისე იპოვოს, რომ სამოქალაქო ატივობას არ მოწყდეს და ეს არის მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა თავდაცვის სამინისტროს და მის ხელმძღვანელს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა თავდაცვის სამინისტროს და მის მინისტრს, ლევან იზორიას გაწეული სამუშაოსთვის. დარწმუნებული ვარ, რომ საპარლამენტო განხილვები, რომელიც დღევანდელი დღიდან დაიწყება, იქნება ძალიან პროდუქტიული. დარწმუნებული ვარ, პარლამენტის გარდა განხილვაში ჩაერთვებიან დარგის ექსპერტები და შედეგად მივიღებთ იმ სისტემას, რომელიც იქნება დაბალანსებული, სწორი და იმ საჭიროებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია“, - აღნიშნა პრემიერმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში