პარლამენტს განსახილველად “სამხედრო ძალების რეზერვისა და სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი წარედგინა

პარლამენტს განსახილველად “სამხედრო ძალების რეზერვისა და სარეზერვო სამსახურის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე საკანონმდებლო ცვლილებები წარედგინა.

სარეზერვო სამსახურის რეფორმირებასთან დაკავშირებული პროექტი 12-კანონში იწვევს ცვლილებას, მათ შორისაა, 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი.

თავდაცვის სამინისტროში მომზადებული კანონპროექტის თანახმად, შეიქმნება ორი ტიპის რეზერვი: - აქტიური რეზერვი და სამობილიზაციო რეზერვი.

აქტიური სარეზერვო სამსახური იქნება ნებაყოფლობითი, გაფორმდება კონტრაქტი 5 წლამდე ვადით, ხოლო 5 წლიანი პერიოდი შრომის საერთო სტაჟში ჩაითვლება. გაწვევის შემთხვევაში, რეზერვისტს შეუნარჩუნდება სამუშაო ადგილი და ხელფასი. კანონპროექტის მიხედვით, აქტიურ რეზერვში ჩარიცხულ პირს მიეცემა ყოველთვიური შრომითი გასამრჯელო, რომელიც იქნება მისი წოდებრივი სარგოს 20%-ი, ხოლო გამოძახების და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში - შრომის ანაზღაურების სრული ოდენობა.

აქტიური სარეზერვო სამსახური დაიყოფა სამ ნაწილად: შეიარაღებული ძალების რეზერვი; ტერიტორიული რეზერვი; სპეციალისტთა რეზერვი.

შეიარაღებული ძალების რეზერვი უზრუნველყოფს სამხედრო ძალების შემადგენლობაში რეზერვისტის დაუყოვნებლივ ჩართვას, შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფების გაძლიერებასა და მხარდაჭერას. ტერიტორიული რეზერვი შეიარაღებული ძალების დამატებითი საბრძოლო მხარდაჭერას განახორციელებს, ტერიტორიული თავდაცვის ორგანიზების გზით. ტერიტორიული რეზერვი იქნება შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შემადგენლობაში და ორგანიზებული იქნება ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფებში, რომლებიც თავის მხრივ, შედგება სამანევრო ელემენტებისგან, აგრეთვე დასახული ამოცანებისა და გეოგრაფიულ არეალს მორგებული ტერიტორიული რაზმებისგან.

სპეციალისტების რეზერვი ახალი ნოვაციაა და მისი შექმნის მიზანია სამხედრო ძალების სპეციფიკური მოთხოვნებისა და ამოცანების გადაჭრა.

“მაგალითად, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ქვეყანას შეიძლება ემსახუროს საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით, იქ სადაც მისი შრომა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისათვის უფრო ეფექტური იქნება”, - განმარტავენ თავდაცვის სამინისტროში.

რეზერვის მეორე ტიპი, სამობილიზაციო რეზერვი, აქტიური რეზერვისგან განსხვავებით სავალდულოა და მისი მიზანი სამხედრო ძალების გაძლიერება და დანაკარგების შევსებაა.

სამობილიზაციო რეზერვის შემთხვევაში, სამხედრო სარეზერვო სამსახურში ჩარიცხულ პირს სამხედრო სამსახურის წელთა ნამსახურობაში ეთვლება სამხედრო სარეზერვო სამსახურის გავლის პერიოდი (წელიწადში არაუმეტეს 45 დღე), ხოლო შრომის ანაზღაურება მიეცემა მხოლოდ გაწვევის შემთხვევაში. სამობილიზაციო რეზერვში ჩაირიცხება 18-დან 60 წლამდე მოქალაქეები, იარსებებს ელექტრონული სია და მათ გაწვევას და რაოდენობას განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების საჭიროებები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში