,,ენერგო-პრო ჯორჯიამ“ 2017 წლის ანგარიში წარადგინა

სს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტმა, 2017 წლის მუშაობის ანგარიში და 2018 წელს დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ინფორმაცია, ბათუმში, მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

კომპანიის ინფორმაციით, 2017 წელს კომპანიამ სხვადასხვა მიმართულებით გააუმჯობესა მაჩვენებლები: აბონენტთა მომსახურების ხარისხის ზრდის მიზნით, განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება.

”2017 წელს წარმატებით დასრულდა აბონენტთა ინდივიდუალური გამრიცხველიანების პროექტი. სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ყველა აბონენტს დაუმონტაჟდა ევროპული სტანდარტების შესაბამისი ინდივიდუალური მრიცხველები; კომპანიის გაფართოებისა და განვითარების გეგმის ფარგლებში, 2017 წლის აგვისტოში სს „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ შეიძინა კახეთის სადისტრიბუციო ენერგოკომპანია, რითაც გაზარდა მომსახურების არეალი და გახდა ერთერთი უმსხვილესი ენერგოკომპანია საქართველოში. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა იყო 2017 წლის ოქტომბერში ,,BB Stable“ რეიტინგის მიღება, რომელიც კომპანიას Fitch Ratings-მა მიანიჭა. აღნიშნული რეიტინგი ხაზს უსვამს სს „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ფინანსურ სტაბილურობას და წარმატებულ ოპერირებას ქვეყნის ენერგეტიკის სექტორში; 2017 წელს წარმატებით დაინერგა კომპანიის რესურსების ეფექტური მართვის სისტემა IFS; კომპანიის კუთვნილი ჰიდროელექტროსადგურების მიერ დაფიქსირდა გენერირებული ელექტროენერგიის მაღალი მაჩვენებელი”,-აცხადებენ კომპანიაში.

ანგარიშის წარდგენისას, აქცენტები გაკეთდა, როგორც კომპანიის სტრატეგიულ მიმართულებებზე, ასევე 2017 წელს ქსელში განხორცილებულ საინვესტიციო პროექტებზე. სს ,,ენერგო-პრო ჯორჯია“-მ 2017 წელს 89 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა, ხოლო 2018 წელს 92 მილიონამდე ლარის ინვესტიციას გეგმავს.

ჟურნალისტებს ასევე მიეწოდა ინფორმაცია 2018 წლის დაგეგმილი სამუშაოების და პრიორიტეტების შესახებ. ანგარიშის წარდგენის შემდეგ, ,,ენერგო-პრო ჯორჯიას“ მენეჯმენტმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში