თსუ–ში საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში" გაიხსნა

თსუ–ში საერთაშორისო კონფერენცია - "მეორე ენის სწავლა/სწავლება მულტილინგვური განათლების კონტექსტში", გაიხსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს, საერთაშორისო კონფერენციას თსუ–ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია, ეუთო-ს ეროვნულ უმცირესობათა უმაღლესი კომისრის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი მარკ ფუმაგალი, ქართველი და უცხოელი პროფესორები, ექსპერტები, სტუდენტები, მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

თსუ–ს რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, კონფერენციაზე განიხილება მნიშვნელოვანი თემა, რომელიც საზოგადოებაში ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციასთან, ენების სწავლების პოლიტიკასთანაა დაკავშირებული.

„თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გააჩნდა ტრადიცია ბილინგვური და მულტილინგვური სწავლების. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ პრაქტიკულ რჩევას მიიღებენ ჩვენი სპეციალისტები, განათლების და მეცნიერების სამინისტრო, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელსაც შეხება აქვს მულტიკულტურალიზმთან,“ – განაცხადა რექტორმა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის ლია გიგაურის თქმით კი, ამ მხრივ არსებული მოდელი გადასახედია და უფრო ეფექტურ ახალი მოდელის შერჩევაზე მუშაობენ.

„მნიშვნელოვანია ასეთი სამეცნიერო კონფერენციები, რომელშიც მრავალი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობს და რომელთაც აქვთ, როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, იცნობენ საუკეთესო მოდელებს, რომელიც არსებობს მსოფლიოში. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სისტემისთვის. ჩვენ სწორედ ახლა ვართ იმ ნიშნულთან, როდესაც უნდა გადაიხედოს არსებული მოდელი და ჩვენ უფრო ეფექტური ახალი მოდელის შერჩევაზე ვმუშაობთ. შესაბამისად, ამ კონფერენციის რეკომენდაციები იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბაზა, რომელსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ და დაგვეხმარება ეფექტური მოდელის შემუშავებასა და დანერგვაში,“ - აღნიშნა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

თსუ–ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი ნანა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მულტილინგვური განათლება, მისი თეორია და პრაქტიკა, მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო ჩვენი ქვეყნისთვის.

„ჩვენი ქვეყნისათვის ის მნიშვნელოვანია მისი სოციო-პოლიტიკური, კულტურული ვითარებიდან და ეთნიკური შემადგენლობიდან გამომდინარე. დარწმუნებული ვარ, კონფერენციის შედეგად მივიღებთ ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს, რომლებიც გამოადგება ამ საკითხებით დაინტერესებულ საზოგადოებას,“ – განმარტა დეკანმა.

სამ დღიან კონფერენციაში 17 ქვეყნის 100-მდე მომხსენებელი მონაწილეობს. ღონისძიებაზე ქართველი და უცხოელი ექსპეტები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: მულტილინგვური განათლების თეორია და პრაქტიკა; ინტერკულტურული განათლების ასპექტები; მეორე/უცხო ენის სწავლა/სწავლების მეთოდები და სტრატეგიები; ენისა და საგნის ინტეგრირებული სწავლება; ელექტრონული/დისტანციური სწავლების ასპექტები და მულტიმედია მეორე ენის სწავლა/სწავლების კონტექსტში; ენობრივი პოლიტიკის დაგეგმვა და მისი მნიშვნელობა მულტიკულტურული განათლებისა და მეორე ენის სწავლების თვალსაზრისით; ენის სწავლების სოციოკულტურული და პრაგმატული ასპექტები.

„კონფერენცია მნიშვნელოვანია თითოეული ქვეყნისათვის. მადლობელი ვარ ქართველი კოლეგებისა, რომლებიც რეგულარულად ატარებენ ასეთ კონფერენციებს და ეს კარგი პლატფორმაა რომ საერთაშორისო ჯგუფები შეხვდნენ ერთმანეთს. აღნიშნული კონფერენცია ინტერნაციონალური ხასიათისაა და ეს ერთმნიშვნელოვნად ფასეულია,“- განაცხადა ლატვიის უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლიგიტა გრიგულემ.

კონფერენციის მიზანია, განიხილოს და ერთიან კონცეფციად ჩამოაყალიბოს ადგილობრივ და უცხოელ სპეციალისტთა ნააზრევი მეორე ენის სწავლების მიდგომებისა და სტრატეგიების თაობაზე მულტილინგვური განათლების კონტექსტში.

კონფერენცია ტარდება შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბაზაზე. კონფერენციის თანაორგანიზატორები არიან ესტონეთის ტარტუს უნივერსიტეტი და საქართველო სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათშორისი ურთიერთობების ცენტრი.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს