სს “აზოტის" ქარხანაში შვიდი ტონა მინერალური სასუქი - ამონიუმის გვარჯილა მოიპარეს. შემთხვევა ორი დღის წინ მოხდა. “ინტერპრესნიუსს“ აღნიშნული ფაქტი შსს-ში დაუდასტურეს და განუცხადეს, რომ სისხლის სამართლის საქმე 177-ე მუხლითაა აღძრული, რაც ქურდობას გულისხმობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"