თბილისის მერია - დადგინდა, რომ შპს „ელფი“ ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა

თბილისის მერიის აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მიერ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს მიეცათ მითითება, შპს „ელფის“ მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, მიმართონ შესაბამის ბანკს და საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა გამოითხოვონ, - ამის შესახებ თბილისის მერიის განცხადებაშია აღნიშნული.

მერიის ინფორმაციით, საქმე ეხება შპს „ელფსა“ და თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებს შორის დადებული ხელშეკრულების პირობების დარღვევას, რომელიც ითვალისწინებდა კვებითი მომსახურების უზრუნველყოფას.

„როგორც დადგინდა, შპს „ელფი“ ბაღებს აწვდიდა ყველს და კარაქს, რომელიც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სავალდებულო პარამეტრებს არ აკმაყოფილებდა. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უხარისხოდ და არაჯეროვნად შესრულების გამო, კომპანიას არ დაუბრუნდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა, რაც ჯამური თანხის 3%-ს შეადგენს და ის მთლიანად ჩაირიცხება საბავშვო ბაგა-ბაღების საბანკო ანგარიშზე. შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის მითითების შესაბამისად, თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღები საბანკო გარანტიით გათვალისწინებულ თანხას 27 თებერვლამდე გამოითხოვენ. შპს „ელფი“ მომსახურებას თბილისის 171 ბაგა-ბაღს 2017 წლის 18 სექტემბრიდან 22 დეკემბრის ჩათვლით უწევდა. ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო გამოთხოვილი საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხა ჯამში 409 ათას ლარს შეადგენს“, - ნათქვამია მერის განცხადებაში.

იოსებ ბარათაშვილი - თუ უმოკლეს ვადებში არ გამოქვეყნდა რა აუცილებლობით კეთდებოდა ფარული ჩანაწერები, ხელისუფლებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება ძალზე მძიმე ბრალდებაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2021
ირაკლი მელაშვილი - იმგვარ ვითარებაში, რომელშიც ვართ, საქართველოში ძალოვნებმა დაღუპეს ყველა ხელისუფლება და ახლა დაღუპავენ ამ ხელისუფლებასაც
BDO Digital-ი კომპანიებს აქტივების მართვის თანამედროვე გადაწყვეტას სთავაზობს
ქართული უნივერსიტეტი საერთაშორისო კონკურსში ნომინაციის ,,მომავლის განათლება’’ გამარჯვებული გახდა
კახა ოქრიაშვილი - დღესვე გადადგეს სუს-ის უფროსი, გრიგოლ ლილუაშვილი და ეს უწყება დაიშალოს სამ სტრუქტურად
ტერაბანკის შეღავათიანი ბიზნეს სესხი პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მონაწილეებისთვის
საქართველოში მალე იურისტების ყველაზე დიდი ციფრული პლატფორმა - LawPort ჩაეშვება