ლევან დავითაშვილი - მთავრობას აქვს აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი ფაროსანასთან დაკავშირებულ გამოწვევაზე

მთავრობას აქვს აბსოლუტურად ადეკვატური პასუხი ფაროსანასთან დაკავშირებულ გამოწვევაზე, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ევროპული საქართველოს" იმ ინიციატივის შესახებ განაცხადა, რომლის თანახმადაც პარტია აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვს.

”სამთავრობო კომისიაში ჩართულია ყველა ის უწყება, რომელიც შეიძლება ჩართული იყოს და მას ეხებოდეს ან ხელეწიფებოდეს ამა თუ იმ კუთხით პრობლემის მოგვარება. არსებობს სახელმწიფო პროგრამა. რეგულარულ ფორმატში მოხდება კომისიის შეკრება და აქ არის უმაღლეს დონეზე წარმოდგენილი, როგორც სახელისუფლებო უწყებები, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება, სამეცნიერო წრეები, დანარჩენი მოწოდებები ხშირ შემთხვევაში არის იმისთვის, რომ შექმნან განწყობა, თითქოს რაიმე სათანადოდ არ კეთდება, ან არ კეთდება საერთოდ და ა.შ. ასეთი რამ ოპოზიციას სჩვევია ხოლმე. ჩვენ ვამბობთ, რომ საკითხი ძალიან სერიოზულია და ამ შემთხვევაში სპეკულაციები არის უპასუხისმგებლო", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან დაახლოებით, 40 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

"ამას ემატება დონორების დახმარება. დაახლოებით, 5 მილიონ დოლარამდე წელს გვეხმარებიან ამერიკელი და ევროპელი პარტნიორები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა