საკრებულოში თბილისის მთავრობის წევრები პაატა სააკაძის 19-ში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ

თბილისის საკრებულოს ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატის, რიმა ბერაძის ინიციატივით, პაატა სააკაძის 19-ში მცხოვრები მოსახლეობა რაიონის გამგებელსა და საკითხის კურატორი საქალაქო სამსახურის უფროსებს შეხვდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოდან აცნობეს, მისამართზე უკვე 25 წელია 124 აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული და სოციალურად დაუცველი ოჯახი რთულ პირობებში ცხოვრობს.

„საცხოვრებელი კორპუსი დაზიანებულია და შეკეთებას არ ექვემდებარება. მცხოვრებლების დიდ უმრავლესობას ფართები დაკანონებული აქვთ. მოსახლეობის ნაწილი (24 ოჯახი) ფართის დაკანონებას, ყველა ერთად კი, შენობიდან მონაცვლეობას და უსაფრთხო კორპუსში გადაყვანას ითხოვს. მათივე ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ შენობის მდგომარეობა შეაფასა, რაიონის მაჟორიტარმა გამგეობასთან ერთად, დაიწყო მუშაობა ინვესტორის მოძიების საკითხებზე“, - აცხადებენ საკრებულოში.

„კერძო ინვეტორის შემოსვლა ამ ტერიტორიაზე საშუალებას მოგვცემდა 150-მდე ოჯახისთვის ნორმალური საცხოვრებელი პირობები შეგვექმნა. დაწყებული საქმე აუცილებლად მოსახლეობის სასარგებლოდ უნდა დასრულდეს,“ - განაცხადა შეხვედრის მიმდინარეობისას რიმა ბერაძემ.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ქონების მართვის სააგენტოს მიერ მომდევნო თვის ბოლომდე, მოხდება აზომვითი ნახაზების განახლება, რის შემდეგად მომზადდება სატენდერო წინადადებები და ტენდერში გამარჯვებული კომპანია ახალ, თანამედროვე კორპუსს ააშენებს.

შეხვედრას თბილისის მერიის ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი რუსუდან მირზიკაშვილი, არქიტექტურის სამსახურის უფროსი თემურ ბოლოთაშვილი, ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი ანდრია ბასილაია, ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი მამუკა მუმლაძე და რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე ესწრებოდნენ.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება