მალხაზ მაჩალიკაშვილი - დანარჩენს ევროპულ სასამართლოში ვიტყვით - მთელი ხეობის ტკივილია თემირლანი

პანკისის ხეობის სოფელ დიუსში თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე სამსაათიანი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ შეხვედრას ადგილობრივები, უხუცესები და თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

როგორც ჟურნალისტებთან საუბარში თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ განაცხადა, უახლოეს მომავალში სტარსბურგის სასამართლოში იგეგმება მაჩალიკაშვილის საქმის გაგზავნა.

"ახალი არაფერი თქმულა, მე ისედაც ყველაფერი ვიცი, ხალხისთვის იყო ახალი დეტალები, რომ ხარვეზებით მიმდინარეობს საგამოძიებო პროცესი. შეცდომები არის დაშვებული და ვერ ასწორებენ. დანარჩენს ჩვენ ევროპულ სასამართლოში ვიტყვით. 22 მარტს დაკავებულების სასამართლოს შემდეგ გადავწყვიტავთ ზუსტად როდის მოხდება სტარსბურგის სასამართლოში ჩემი შვილის საკითხის გადაგზავნა. ერთი ნაწილი უკვე გამზადებული გვაქვს გასაგზავნად, დანარჩნესაც გადავწყვეტთ. მთელი ხეობის და ყველას ტკივილია თემირლანი", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გიორგი ბილანიშვილი - საქართველო მარტო, პარტნიორების გარეშეა დარჩენილი, ისეთი მცირე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, ეს არის განსაკუთრებით არასახარბიელო მდგომარეობა
ქართული პრესის მიმოხილვა 23.04.2026
„ვისოლმა“ ახალი კამპანია - „გზა შენია“ წამოიწყო
PSP-ს კამპანიის „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება - CLIO Awards-ის 2 ჯილდო მოიპოვა
თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით, საქართველოში პირველი YouTube ბიზნესშოუ იწყება
BTU-ს სტუდენტმა George Washington University-ს სტარტაპ კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა
„გორგიამ“ და „გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდმა“ დეკორატიული მებაღეობის საგანმანათლებლო პროგრამის შექმნის შესახებ მემორანდუმი გააფორმეს
„მაქრო სითი თბილისი" – მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი ნოე რამიშვილის ქუჩაზე