ნინო ბურჯანაძე - ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში უბრალოდ არ არიან

საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე დარწმუნებულია, რომ შემოდგომაზე დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებზე ქვეყნის მოსახლეობა მხარს მას დაუჭერს. ამის შესახებ ნინო ბურჯანაძემ „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში განაცხადა.

„ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი საქართველოში ხვდება, რომ ჩემსავით გამოცდილი და გაბედული პოლიტიკოსები ქვეყანაში უბრალოდ არ არიან. ამიტომ მუდმივად იზრდება იმ ხალხის რაოდენობა, ვინც ხვდება, რომ საქართველოს შიდა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით ჩემი პოზიცია პრაგმატული და სწორია. ეს ეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებსაც“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ ხმის დათვლისა და კენჭისყრის პროცესის სამართლიანად ჩატარების არ სჯერა, ვინაიდან მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური რესურსები არჩევნებზე დიდ ზეგავლენას ახდენს.

თუმცა ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ოპოზიციური პარტიების გაერთიანებას არჩევნებზე მმართველი გუნდისთვის წინაააღმდეგობის გაწევა შეუძლია.

„ყველა რეალურად ოპოზიციური პარტია მივიდა დასკვნამდე, რომ ივანიშვილის არაფორმალურ მმართველობასთან ბრძოლა მხოლოდ ძალების გაერთიანების გზით არის შესაძლებელი. ჩემი აზრით, 14 ოპოზიციური პარტიის მიერ შექმნილ ლიდერთა საბჭოს სიტუაციაზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია“, - განაცხადა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტურში გასასვლელად საკმარისი ხმები დააგროვა, თუმცა ხელისუფლებამ არჩევნების შედეგები გააყალბა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
ფერნანდო მორიენტესი SBC Summit Tbilisi-ს დაესწრება
​საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი“ ბათუმის ნავთობტერმინალსა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურს პირველად ეწვია
„იმპექსი“ PLUS-ის დაბადების დღის კამპანიას უერთდება
6 ივლისის 06:00 საათიდან „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და „საქორგგაზის“ მომხმარებლების ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყდება
BENEFITS და MedVeritas Global პარტნიორები გახდნენ