რუსთავის თეატრში მსახიობ ეკა ქვრივიშვილის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

გიგა ლორთქიფანიძის სახელობის რუსთავის პროფესიული დრამატული თეატრის ,,ცისფერ დარბაზში“, ამავე თეატრის მსახიობის, ეკა ქვრივიშვილის წიგნის - ,,ფარდის მიღმა“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში საუბარია თეატრზე და მასში შესულია როგორც ლექსები და მინიატურები, ისე ჩანახატები და იგავ-არაკები, მოსაზრებები მეგობრებსა და მეგობრებისგან.

ეკა ქვრივიშვილისთვის ეს რიგით მესამე კრებულია. მასვე ეკუთვნის კრებულები - ,,სივრცისკენ მივქრი“ და ,,ჭიდილის სამყაროსთან“, ის სამი პიესის ავტორიცაა.

წიგნის ,,ფარდის მიღმა“ პრეზენტაციას რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილეები კახა კობერიძე და ალექსანდრე მეტრეველი, საკრებულოს დეპუტატები, მსახიობები და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ეკა ქვრიშვილი რუსთავის თეატრში 1993 წლიდან მოღვაწეობს. თეატრის სცენაზე მას არაერთი საინტერესო როლი აქვს შესრულებული.

ეკა ქვრივიშვილი ფაზისის მეცნიერებათა აკადემიის წევრი, ასევე ,,ქალდეას“ აკადემიის აკადემიკოსია. არის ,,ვეფხისტყაოსნის“ მკითხველთა კონკურსის გამარჯვებული. გარდა რუსთავის თეატრისა, პერიოდულად მოღვაწეობდა და აგრძელებს მუშაობას ხელოვნების კოლეჯში, პირველ მუსიკალურ სკოლაში, ხელოვნების სკოლაში, რუსთავის მე-2 საჯარო სკოლაში, თბილისის კერძო სკოლაში ,,ენკა“. ჰქონდა საკუთარი თეატრი, სახელწოდებით ,,ნიღბების თეატრი“.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო