ერთხელ უკვე ვიღებდი მონაწილეობას ამ კონკურსში, მაშინ საქართველოს პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა რომ არ გავსულიყავი, არც წელს მაქვს მოლოდინი, რომ მოინდომებს და მე დამამტკიცებს, - ამის შესახებ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭოს წევრობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ნინია კაკაბაძემ განაცხადა.
„ყველაფერი, რაც საზოგადოებრივ მაუწყებელს ეხება, კარგად ვიცი. წლების განმავლობაში ამ პროცესში გარედან ჩართული ვარ. რაც შეეხება კომისიის შემადგენლობას, ჩვენს ქვეყანაში ძნელია რამის გარანტია გქონდეს, მიუხედავად ამისა, მე მაინც იმედიანად ვარ", - განაცხადა ნინია კაკაბაძემ.
მისივე თქმით, სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი კანდიდატი ზაზა შათირიშვილი არის ხელისუფლებასთან და არხის ხელმძღვანელობასთან დაახლოებული პირი და გასაკვირი არ იქნება, რომ მისი კანდიდატურა დამტკიცდეს.
"მე ერთხელ უკვე ვიღებდი მონაწილეობას ამ კონკურსში, ბორდის ერთ-ერთ წევრობაზე. მაშინ საქართველოს პარლამენტმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ გავსულიყავი, არც წელს მაქვს მოლოდინი, რომ მოინდომებს და მე დამამტკიცებს. რა შეეხება წინასწარ ვარაუდებს იმის შესახებ, რომ მაგალითად, ზაზა შათირიშვილის კანდიდატურა აუცილებლად უნდა დამტკიცდეს, არც აქაა ჩემთვის არაფერი მოულოდნელი. ვიცით, რომ ზაზა შათირიშვილი არის დღევანდელ ხელისუფლებასთან, პირველი არხის ხელმძღვანელობასთან მჭიდროდ დაკავშირებული ადამიანი. ამიტომ გასაკვირი არ იქნება, რომ მისი კანდიდატურა უმრავლესობით იქნას დამტკიცებული როგორც კომისიაში, ასევე პარლამენტში", - განაცხადა კაკაბაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში "საზოგადოებრივ მაუწყებელში" სამეურვეო საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება მიმდინარეობს.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"