2030 წლისთვის მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გამოავლინეს

ბრიტანული კომპანია Pearson-ის დაკვეთით, ინოვაციების გლობალურმა ფონდმა NESTA-მ და ოქსფორდის მარტინის სკოლამ მსოფლიოს 70-მდე ქვეყანაში საერთაშორისო კვლევა ჩაატარეს, რომელმაც 2030 წლისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები გამოავლინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ათასწლეულის გამოწვევის ფონდიდან“ აცნობეს, კვლევის მიხედვით, კიდევ უფრო მოთხოვნადი ხდება:

ელექტრული და კომპიუტერული ინჟინერია; კომპიუტერული მეცნიერებები; სამშენებლო ინჟინერია; სურსათის მომზადება და ტურიზმი; სპორტისა და ფიტნესის პროფესიები; ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურების მენეჯმენტი; ქიმია, ფიზიკა და სხვა საბუნებისმეტყველო მეცნიერებები.

ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „ინსორსის“ მენეჯერი მედეა ტაბატაძე აღნიშნავს, საქართველოში ჰესების, ქარხნების, ინფრასტრუქტურული თუ კომერციული სამშენებლო ბიზნესის მზარდი ტემპებით განვითარების გამო, სულ უფრო მეტი სპეციალისტის საჭიროება ჩნდება. კვალიფიციური კადრების რაოდენობა კი ნაკლები ტემპით იზრდება.

„2012 წლიდან აქტუალობას არ კარგავს და მუდმივად იზრდება მოთხოვნა კომპიუტერულ მეცნიერებებსა და ინჟინერიაზე, მოთხოვნადია ისეთი ახალი პროფესიები, როგორიცაა: მეგა მონაცემების ანალიტიკოსი, ხელოვნური ინტელექტის და ციფრული ვალუტის მცოდნე სპეციალისტი; მოთხოვნა იზრდება ელექტრო და სამშენებლო ინჟინერიაზეც. ეს არის ის ძირითადი მიმართულებები, რაც საქართველოში მომუშავე კომპანიების უმეტესობას სჭირდება.

თუმცა, ბაზრის მოთხოვნის შესაბამისი მიწოდება არ გვაქვს. ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები ხშირად აწყდებიან პრობლემას ადგილობრივ ბაზარზე საჭირო ცოდნისა და კვალიფიკაციის მქონე კადრების მოძიების პროცესში.

თუ ახალგაზრდებმა პროფესიის არჩევისას ეს ტენდენციები არ გაითვალისწინეს, ცოტა ხანში ყველაზე მწვავე პრობლემადაც კი შეიძლება მოვიაზროთ“, - აცხადებს ტაბატაძე.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში კომპიუტერულ მეცნიერებებსა და სამშენებლო ინჟინერიაში ანაზღაურების საშუალო მაჩვენებელი 2500–დან 5000 ლარამდეა. ამ მაღალანაზღაურებად პროფესიებზე ქართველი კადრების დეფიციტია.

„ათასწლეულის გამოწვევის ფონდის“ ინფორმაციით, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად და საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიური (STEM) დარგების პოპულარიზაციისა და განვითარების მიზნით საქართველოში ბევრი საინტერესო პროექტი ხორციელდება.

მათ შორისაა: სხვადასხვა კონკურსები, ოლიმპიადები და საგანმანათლებლო პროგრამები. ამ დარგებში კვალიფიციური კადრების მომზადებაზეა ორიენტირებული აშშ-ის სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამები საქართველოში. უნივერსიტეტი სტუდენტებს თანამედროვე ლაბორატორიებში ისეთი პროფესიების დაუფლებას სთავაზობს, როგორიცაა: კომპიუტერული მეცნიერებები, სამოქალაქო, სამშენებლო და ელექტრული ინჟინერია და ქიმია/ბიოქიმია.

სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოში შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამის კვალიფიკაციას იძლევა და საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ამერიკულ დიპლომს გასცემს.

სტეპან გრიგორიანი - ფაშინიანის პარტიამ არჩევნებში საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღება ვერ შეძლო, მაგრამ გაიმარჯვა, მთავრობის დაკომპლექტებისა და ევროპასთან ინტეგრაციული პროცესის გაგრძელების შესაძლებლობა ექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 08.06.2026
სოკარმა Italiana Petroli-ს შეძენის პროცესი დაასრულა
სილქ+ ახალ პაკეტებში ყველაზე პოპულარული მობილური პირობები გაერთიანდა
მსოფლიოში პირველი Rotana-ს მთის კურორტი გუდაურში აშენდება
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა