პრემიერ-მინისტრი კახეთს სტუმრობს. გიორგი კვირიკაშვილმა გურჯაანის მუნიციპალიტეტში სასტუმრო"ახაშენი - ღვინის კომპლექსი" გახსნა.
საერთაშორისო სტანდარტების "Akhasheni Wine Resort" სოფელ ახაშენში მდებარეობს. ის სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA -სა და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.
აღსანიშნავია, რომ სასტუმრო შშმ პირებისთვის ადაპტირებულია. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"