ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ჯიპის ტიპის მანქანები გადაეცა

ამბროლაურისა და ონის სასწრაფო დახმარების სამსახურებს ჯიპის ტიპის სპეცმანქანები გადაეცა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, სამი ავტომობილი რაიონულ სამსახურებში პირადად საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა, ავთანდილ თალაკვაძემ მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძესთან და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორთან, არჩილ ჯაფარიძესთან ერთად განათავსა.

უწყების ინფორმაციით, ჯიპის ტიპის მანქანები ევროსტანდარტების შესაბამისი სამედიცინო ინვენტარით სრულად არის აღჭურვილი. ავტომობილები სპეციალურად რთულ რელიეფზე გადაადგილებისთვის არის გათვლილი და მისი საშუალებით გამოძახებაზე მისვლა ყველაზე მიუდგომელ ადგილებში იქნება შესაძლებელი.

მთაგორიანი რეგიონებისთვის სპეცგამავლობის 22 მანქანა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გადასცა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება