თამბაქოს კონტროლის შესახებ კანონის აღსრულების საკითხზე ტრენინგი ჩატარდება

შსს-ს აკადემიაში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისი, თამბაქოს კონტროლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების ფორმატში, ხვალ, ტრენერთა ტრენინგს ჩაატარებს.

თამბაქოს კონტროლის ალიანსის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია შსს-ს, სხვა აღმასრულებელი სტრუქტურების და კანონის აღსრულების პროცესში ჩართული ორგანიზაციების ტრენერთა მომზადება, რომლებიც თავის მხრივ, პოლიციის თანამშრომლებს და სხვა აღმასრულებელი სტრუქტურების წარმომადგენლებს გადაამზადებენ, მისცემენ ინსტრუქტაჟს მოწევის აკრძალვის კანონმდებლობის დანერგვის და აღსრულების საკითხებში.

ტრენინგს ჩაატარებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თამბაქოს კონტროლის ჩარჩო კონვენციის სამდივნოს ექსპერტები კანონის აღსრულების საკითხებში იან გრეი და პოლ ჰუპერი.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს