გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, კახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სანახშირე ორმოების დემონტაჟი განახორციელეს.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტიდან აცნობეს, საგარეჯოს მუნიციპალიტეტში გატარებული პრევენციული ღონისძიების შედეგად, ათამდე სანახშირე ორმოს დემონტაჟი განხორციელდა. ადგილზე ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 5,5 მ3 ხე-ტყე, რომელიც საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიას ჩაბარდა.
მათივე ინფორმაციით, ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ტექნიკური ანგარიშის არქონის გამო - სამი, ხოლო 6 მ3 ხე-ტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირებისათვის - ერთი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმი შედგა. საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის რაიონულ სასამართლოში გადაიგზავნება.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"