სოფიო კილაძე - გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს

გედევან ფოფხაძე არის ცილისმწამებელი კაცი, ჭორაობასა და ცილისწამებას ურჩევნია საქმე აკეთოს, რაშიც ის ხელფასს იღებს, - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე მისი პირველი მოადგილის გედევან ფოფხაძის ბრალდებას ფაქსიმილეს გაყალბების თაობაზე.

კილაძე ხაზგასმით აცხადებს, რომ არავითარ გაყალბებას ადგილი არ ჰქონია და ის რაზეც ფოფხაძე საუბრობს, მხოლოდ ცილისწამებაა.

აქვე კილაძემ აღნიშნა, რომ “ფოფხაძე საერთოდ არ დადის კომიტეტის სხდომებზე, საქმის გაკეთებაზე რომ არაფერი ითქვას”.

“რაც შეეხება სავარაუდო დანაშაულს, მე ერთი რამ შემიძლია ვთქვა, როგორ შემეძლო გამეყალბებინა ფაქსიმილე, როცა ქვეყანაში ფიზიკურად არ ვიყავი. ვიყავი ჩინეთში და თუ ჩინეთიდან შეიძლება ფაქსიმილეს გაყალბება, მაშინ კი ბატონო, დანაშაული ჩამიდენია. გარდა ამისა, იურისტმა კაცმა უნდა იცოდეს, რომ თუ დანაშაულს ჰქონდა ადგილი და ის ამას ფარავდა, თავად უნდა მიეცეს პასუხისგებაში. მაშინ გედის პასუხისმგებლობაზეც ვიფიქროთ”, - განაცხადა სოფიო კილაძემ.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ "იმედის კვირასთან" სოფიო კილაძესთან კონფლიქტზე ისაუბრა.

"მოხდა რაღაც კონფლიქტი ჩვენ შორის, მივლინებაში ყოფნის დროს ჩემი ფაქსიმილე ჩემი ნებართვის გარეშე გამოიყენა, მე ვერ გავიგე ეს რატომ გააკეთა და აღარ მაინტერესებდა ამ ადამიანთან ურთიერთობა. მოვიკითხე, ვთქვი "ხალხო ამას რატომ აკეთებს ეს ადამიანი?", ეს ხომ სისხლის სამართლის დანაშაულია", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს