ეკა ბესელია - გედევან ფოფხაძესთან ერთად ძალიან ბევრი მიმუშავია და არასდროს მასთან თანამშრომლობის პრობლემა არ მქონია

გედევან ფოფხაძე ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, ერთად ბევრი გვიმუშავია და არასდროს მასთან პრობლემა არ მქონია, - ასე უპასუხა დეპუტატმა ეკა ბესელიამ შეკითხვას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე გედევან ფოფხაძისა და ვანო ზარდიაშვილის შესაძლო გადანაცვლების შესახებ.

“აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ მინდა. მე მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა: წინა მოწვევის პარლამენტში, გედევან ფოფხაძე ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში ჩემი პირველი მოადგილე იყო. არასდროს ჩვენ თანამშრომლობის პრობლემა არ გვქონია. გახსოვთ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ყველაზე დატვირთული იყო და ძალიან დიდ სამუშაოს ეწეოდა. გედევან ფოფხაძე ძალიან შრომისმოყვარე ადამიანია, ერთად ბევრი გვიმუშავია და არასდროს მასთან პრობლემა არ მქონია“, - განუცხადა ეკა ბესელიამ “ინტერპრესნიუსს“.

გედევან ფოფხაძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობიდან, შესაძლოა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის პოსტზე გადაინაცვლოს და ამ პოზიციაზე ვანო ზარდიაშვილი შეცვალოს, ხოლო თავის მხრივ, ზარდიაშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობა დაიკავოს.

“ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, უმრავლესობის ფარგლებში, განხილვის ერთ-ერთი თემა გედევან ფოფხაძისა და ვანო ზარდიაშვილის თანამდებობრივი გადანაცლების საკითხი იქნება. პარლამენტში იმასაც ამბობენ, ასეთი ცვლილება მისაღებია როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძისთვის, ასევე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიასთან.

დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ “ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას დაადასტურა, რომ მას სოფიო კილაძესთან აქვს დაძაბული ურთიერთობა, საერთოდ არ გაჩნიათ ერთმანეთთან კომუნიკაცია და თუკი ასეთი თანამდებობრივი ცვლილება განხორციელდება, ეს სწორი გამოსავალი იქნება და კომიტეტების ეფექტურ მუშაობასაც წაადგება.

“მიმაჩნია, ბევრად უფრო უკეთესი იქნება, თუკი ვიქნები იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ვიდრე ვარ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე. ასეთი ცვლილება იქნება სწორი გამოსავალი და ორივე კომიტეტისთვის უკეთესი “, - აღნიშნა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ის თანამდებობაა, რომელსაც კომიტეტი ხმათა უმრავლესობით უშუალოდ კომიტეტის თავმჯდომარის წარდგენით ირჩევს.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
აკაკი მშვიდობაძე - 2023 წელს პროექტების დასრულების შედეგად დამატებით 200 ათასამდე ბენეფიციარი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას
თუ ყველს ბაზარში ყიდულობთ, აუცილებლად წაიკითხეთ ეს სტატია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს