გედევან ფოფხაძე - ჩვენთვის პრინციპულია, უმრავლესობის შეხვედრა შედგეს და კონკრეტული შედეგებით დასრულდეს

ჩვენთვის პრინციპულია, უმრავლესობის შეხვედრა შედგეს და კონკრეტული შედეგებით დასრულდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა.

როგორც გედევან ფოფხაძემ აღნიშნა, უმრავლესობას თავისი ლიდერები ჰყავს და როგორც საჭიროდ ჩათვლიან, სხდომას იმ დროს და იმ ადგილას ჩაატარებენ.

„ვერ ვხედავ ამაში პრობლემას. მთავარია, განსახილველი საკითხები წინასწარ იყოს მომზადებული, რომ გვქონდეს საშუალება მზა შეთავაზებებით მივიდეთ. ჩვენ უნდა ჩამოვყალიბდეთ უმრავლესობის საქმიანობის გარკვეულ ფორმატზე, რომელიც პოზიციის შეჯერების საშუალებას მოგვცემს, ასევე ყველა დეპუტატის აზრის გარკვევას და გადაწყვეტილების მიღებაში მათ მონაწილეობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

რაც შეეხება უმრავლესობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრის დასწრების საკითხს, გედევან ფოფხაძის განცხადებით, ეს თავად გიორგი კვირიკაშვილმა უნდა გადაწყვიტოს.

„პრემიერი არის პარტიის თავმჯდომარე და მას სრული უფლება აქვს უმრავლესობის პოლიტიკურ აქტივობაში მიიღოს მონაწილეობა და პოზიციების შეჯერებას შეუწყოს ხელი. აქედან გამომდინარე, მას ამის შანსი უნდა მივცეთ, თორემ მისი მონაწილეობა აუცლილებელი არის თუ არა, ამის მიზანშეწონილობა მან უნდა გადაწყვიტოს, ჩვენგან ამაზე აპელირება არ იქნება. ჩვენი ამოცანაა, უმრავლესობაში პროცესებზე შეჯერება“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამასთან, გედევან ფოფხაძის განცხადებით, სხდომის ხელოვნურად ჩაშლას ადგილი არ აქვს. მისივე განცხადებით, ამოცანა უნდა იყოს ის, რომ უმრავლესობამ რაც შეიძლება ეფექტური ფორმატი შექმანას და შეთანხმდნენ იმაზე, რომ „თუ უმრავლესობის წევრს განსხვავებული აზრი აქვს, თუ ეს მისთვის პრინციპულია, უნდა ითქვას მედიასთანაც“.

„საზოგადეობამ უნდა იცოდეს, არა მარტო საბოლოო პოზიცია, არამედ რაღაც დონეზე ის პროცესი, რომლითაც საბოლოო შედეგი ჩამოყალიბდა. ეს პროცესს გახდის უფრო ჯანსაღს და სრულყოფილს. ამას ხელი უნდა შეეწყოს კონკრეტული წინასწარი ფორმატების შექმნით“, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გუშინ განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დღეს, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართებოდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული სხდომა სავარაუდოდ, გადაიდება. მიზეზი, რის გამოც უმრავლესობის სხდომა შეიძლება გადაიდოს, „ქართული ოცნების“ წევრების განცხადებით, არის ის, რომ ბევრი დეპუტატი ქუთაისში არ იმყოფება, ხოლო სხდომაში მონაწილეობის მიღების სურვილი ყველას აქვს.

ცნობისთვის, უმრავლესობის შეკრებაზე განხილვის ძირითადი თემა ის დაპირისპირებაა, რომელიც მმართველ გუნდში წარმოიშვა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში