გედევან ფოფხაძე - შეიძლება არ გამიხარდეს მულტფილმის პერსონაჟთან შედარება, მაგრამ უფრო უარესი შეურაცხყოფა მოვისმინე ჩემი მისამართით

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ როდესაც არსებობს კითხვები, ყველას ერთნაირი პასუხი არ უნდა ჰქონდეს.

„უმრავლესობის ფარგლებში უნდა შევთანხმდეთ იმაზეც, რომ დეპუტატებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა თავისი რესურსი, როგორც პოლიტოკოსებმა ბოლომდე ამოწურონ. გარდა ამისა, ჩვენ იმის შესაძლებლობაც უნდა გვქონდეს, რომ თუ არის ამის აუცილებლობა და განსხვავებული აზრი არსებობს უმრავლესობაში ასეთი აზრი საჯაროდ იყოს ცნობილი და ამაში რაიმე უხერხულობა არ უნდა იყოს. ეს არის ცოცხალი პოლიტიკური პროცესი. თქვენ დასვით შეკითხვები, გინდათ პასუხები და ყველას რატომ უნდა ჰქონდეს იდენტური პასუხები?-განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, სასურველია, უმრავლესობის შეხვედრა დროულად ჩატარდეს. დეპუტატის თქმით, შეხვედრისთვის ყველა პერსონალურად ემზადება.

მან ასევე ისაუბრა უმრავლესობის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებზე და დავით ჭიჭინაძის მიერ გამოთქმულ შეფასებებზე.

„რაში გამოიხატებოდა შეურაცხყოფა? მე მგონია, ცოტა არასწორ კონტექსტს და აქცენტს ვაკეთებთ. დავით ჭიჭინაძეს არავის მიმართ არაფერი შეურაცხმყოფელი არ უთქვამს. დავით ჭიჭინაძეს აქცენტი არ გაუკეთებია შეურაცხყოფაზე, პირიქით, მგონია, ძალიან სიმპათიური პერსონაჟია, ის ვისზეც გააკეთა აპელირება. იმედია, გია ვოლსკი ამას ხუმრობით მიიღებს, ამაში საწყენი არაფერი არ არის. ჩვენ ყველას ძალიან გვიყვარს და ვაფასებთ გია ვოლსკის და ნეგატიურ კონტექსტში მის მიმართ არავის არაფერი უთქვამს. ამ კონკრეტულ შემთხვევას, როგორც ხუმრობას ისე განვიხილავთ. მე შეიძლება არ გამიხარდეს მულტფილმის პერსონაჟთან შედარება, მაგრამ უფრო უარესი შეურაცხყოფები მოვისმინე ჩემი მისამართით და ვცდილობ, ამას შევხედო მშვიდად და ვიფიქრო იმაზე, რომ მაქვს თმენის ვალდებულება,“–განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ლევან  ლორთქიფანიძე - პარტიების აკრძალვა ემსახურება ტემპერატურის გაზრდას, დაძაბულობის მატებას, დაპირისპირების გამწვავებას, რაც ხელსაყრელ პირობებს ქმნის ოლიგარქიის მანიპულაციებისთვის
პარტიების აკრძალვის სარჩელში დამალული საფრთხეები საქართველოს სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
ისწავლე Skillwill-ში სრული დაფინანსებით და გაიარე ანაზღაურებადი სტაჟირება
„ჩვენნაირი პატარა სკოლისთვის ეს ძალიან დიდი საჩუქარია“ - NMG სკოლების მხარდაჭერას აგრძელებს
საქართველოს საბანკო ასოციაცია - ფინანსური თაღლითობის ახალი სქემა: თაღლითები ბანკის სახელით მოქმედებენ
სითიზენ ექსპოს განვითარების ხედვა: ნაკლები განაშენიანება, მეტი სივრცე ქალაქისთვის
ფიტნეს კლუბების ქსელი „Reforma“
„სმარტი“ თბილისში 55-ე მარკეტს ხსნის
„ჯიპიაი ჰოლდინგმა“ და Visa-მ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს