გედევან ფოფხაძე - რომ მიმაჩნდეს, უმრავლესობიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი - ახლა მე უმრავლესობის სხდომას ველოდები

რომ მიმაჩნდეს, უმრავლესობიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი - ახლა მე უმრავლესობის სხდომას ველოდები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.

ფოფხაძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უმრავლესობის შემადგენლობაში მას ჰყავს ბევრი თანამოაზრე, თანამებრძოლი და მეგობარი და მნიშვნელოვანია შეთანხმდნენ წესებზე, რითაც უმრავლესობა იმ მთავარ პრინციპებს დაიცავს, რა პრინციპებიც მათ აერთიანებთ.

“მე უმრავლესობის სხდომას ველოდები. უმრავლესობის სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არ მგონია, რომ უმრავლესობის შეხვედრის წინ ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ზედმეტი მსჯელობა, ვიდრე უმრავლესობა შეიკრიბება, ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი მიზანი ერთმანეთთან კინკლაობა არ არის. ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად ფუნდამენტურ პრმინციპებზე, რაც გვაერთიანებს. შევთანხმდეთ, როგორ დავიცვათ ეს პრინციპები, რაც გუნდს აძლიერებს. თუკი ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ გაწერილი პროცედურებით და წესებზე შევთანხმდებით, ეს გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება”, - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ცნობისთვის, 4 აპრილის პლენარულ სხდომაზე პარლამენტმა “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ბორდში უმცირესობის კვოტით ნინია კაკაბაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი. ამ კენჭისყრის შემდეგ გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობის გადაწყვეტილება მისთვის მიუღებელი იყო და ამის გამო უმრავლესობის შემადგენლობას დატოვებდა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში