ქუთაისში ტაქსის კომპანია "მაქსიმის" თანამშრომლები გაიფიცნენ. მძღოლების ნაწილმა მუშაობა გუშინ საღამოს შეწყვიტა. გაფიცულები სამგზავრო ტარიფის გაზრდას მოითხოვენ. სხვა შემთხვევაში, პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავენ. მათი თქმით, ფიქსირებული ტარიფებით მუშაობა შეუძლებელია. გაფიცულები ქალაქში მსვლელობის მოწყობას აპირებენ.
კომპანიაში აცხადებენ, რომ გაფიცულთა მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და ტარიფების გაზრდა არ მოხდება.
"მაქსიმი" კერძო კომპანიაა, რომელიც ბაზარზე ორი წლის წინ შემოვიდა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"