მიხეილ ჯანელიძე - უფრო სიღრმისეულ მოხსენებას ველოდი - პრეზიდენტისგან მოვისმინეთ ბრალდებები, პრეტენზიები და არა ანალიზი

სიმართლე გითხრათ, მე მოველოდი უფრო სიღრმისეულ მოხსენებას - ჩვენ უფრო მოვისმინეთ ბრალდებები და პრეტენზიები და არა ანალიზი, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ პრეზიდენტის ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მიხეილ ჯანელიძის თქმით, ის მიესალმება პრეზიდენტის მიერ საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით გამოთქმულ პოზიტივს, თუმცა ამავე დროს, მინისტრის შეფასებით, მისთვის მიუღებელია პრეზიდენტის მიერ გამოთქმული პრეტენზიები.

„მივესალმები ზოგადად საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართულებით დაფიქსირებულ პოზიტივს, მაგრამ ასევე ბრალდებები და პრეტენზიები, რომელიც იქნა გამოთქმული, ჩემთვის, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები, რადგანაც, ჩვენ ძალიან კოორდინირებულად ვცდილობთ ვიმუშაოთ პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან. მათ შორის, როდესაც საუბარია თუნდაც კონგრესთან მუშაობაზე, ჩვენი საელჩო აქტიურად იყო ჩართული თუნდაც პრეზიდენტის ვიზიტის ორგანიზებაში. ამასთან ერთად, სწორედ, რომ ჩვენი საელჩოს, ჩვენი მთავრობის და პარლამენტის ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად ჩვენ დაძრული გვაქვს, როგორც საკანონმდებლო აქტის პროცესი, ასევე დამატებითი რეზოლუციის პროცესი ამერიკის კონგრესში. ჩვენ აშშ-სთან ურთიერთობების გაღრმავების ყველა ინიციატივას მივესალმებით“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

მისივე თქმით, 2017 წელი ამერიკის მიერ აღიარებულია, როგორც ყველაზე წარმატებული წელი საქართველო-ამერიკის ურთიერთობებში და ეს არის გამოხატული კონკრეტულ შედეგებში.

„რაც შეეხება კონკრეტულ შედეგებს და წარმატებებს საგარეო პოლიტიკის კუთხით, რაზეც პრეზიდენტმა ისაუბრა, ეს მიიღწევა იმ ნდობით და ღია დიალოგით ჩვენს პარტნიორებთან, რაც ჩვენ შევქმენით და მომავალი წარმატების საფუძველს წარმოადგენს. საგარეო პოლიტიკას არ უყვარს სიურპრიზები. მას სჭირდება კარგად გათვლილი და გააზრებული ნაბიჯები“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო