სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით იზრდება

სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმები, ზოგ შემთხვევაში, 1000%-ით იზრდება. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, სამოქალაქო უსაფრთხოების სისტემის რეფორმის ფარგლებში იზრდება სახანძრო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების ჩამონათვალი.

„კანონის მიღების შემთხვევაში სახანძრო ზედამხედველობა გავრცელდება საზოგადოებრივი თავშეყრის ყველა ობიექტზე. ეს იქნება სასტუმროები, სავაჭრო ცენტრები, კლუბები, საცხობი ობიექტები. ასევე, მნიშვნელოვნად იზრდება ადმინისტრაციული ჯარიმები და პასუხისმგებლობა სახანძრო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე. მოქმედი კანონით არაადეკვატურად დაბალი ფულადი ჯარიმებია. რიგ შემთხვევებში ობიექტების მეპატრონეებს ურჩევნიათ გადაიხადონ ჯარიმები, ვიდრე გამოასწორონ სახანძრო უსაფრთხოების სისტემა. ჩვენ გარკვეულ შემთხვევებში 1000%-თაც კი გავზარდეთ ფულადი ჯარიმები და ვფიქრობ, ეს საკმაოდ დიდ ეფექტს გამოიღებს“, - განაცხადა მღებრიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - როცა საქართველო არც ევროპასთანაა, არც რუსეთთან და „ნაცრისფერ ზონაშია“, ეს ქვეყნისთვის სახიფათო ზონაში ყოფნას ნიშნავს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
KPIs-ის ინოვაციური სისტემა BDO-სგან: ფინანსური მართვის ახალი სტანდარტი
„კოლიერსის“ მონაწილეობა „სილქ დეველოპმენტის“ გამორჩეულ პროექტში - „ტელეგრაფი“