საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა საზოგადოებას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში წარედგინება

საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა საზოგადოებას, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის ნოემბერში წარედგინება.

ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კომისიის 57-ე სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, რომელზეც ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის კონცეფცია დაამტკიცეს. მიხეილ ჯანელიძემ კონცეფციით გათვალისწინებულ ძირითად მიმართულებებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს ამბიციურ ინტეგრაციულ პროცესს ევროკავშირთან. საგზაო რუკა სწორედ ამ ამბიციას უკავშირდება, რომ ჩვენ შევძლოთ მეტად დაახლოება ევროკავშირთან და ასევე, მეტი შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი მოქალაქეებისთვის. საგზაო რუკა გულისხმობს იმაზე მეტის გაკეთებას, ვიდრე ასოცირების შეთანხმება მოითხოვს დღეს საქართველოსგან. მინდა გამოვყო ძირითადი მიმართულებები: უპირველეს ამოცანად რჩება ასოცირების შეთანხმების სრულყოფილი იმპლემენტაცია. დამატებით, ჩვენი მიზანია, რომ მოვახდინოთ მეტი ინტეგრაცია ევროპულ სააგენტოებთან. ამით გავაძლიერებთ ჩვენს შესაბამის უწყებებს და დავუახლოვდებით ევროპულ პრაქტიკას. ასევე, ჩვენი მიზანია, რომ ევროპული პროგრამები კიდევ უფრო ეფექტურად გამოვიყენოთ. საგზაო რუკის კიდევ ერთი მიმართულება იქნება უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა. განსაკუთრებული ნაბიჯის გადადგმას ვგეგმავთ, ასევე, სექტორალური თანამშრომლობის კუთხით, რათა ჩვენი სექტორები გავხადოთ მაქსიმალურად თავსებადი ევროპულ პოლიტიკასთან. საგზაო რუკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საკანონმდებლო დაახლოების პროცესის შეფასება, ანალიზი - სად გვჭირდება დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ასოცირების შეთანხმების მიღმა იმისათვის, რომ კიდევ უფრო დავუახლოვდეთ ევროპულ კანონმდებლობას. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქტიური ჩართულობა ევროკავშირის საერთო ქსელებში, როგორიცაა სატრანსპორტო, საკომუნიკაციო, ენერგეტიკული ქსელები“, - განაცხადა ჯანელიძემ.

მისივე თქმით, საქართველოსთვის პრიორიტეტულად რჩება აღმოსავლეთ პარნტიორობის ფორმატში მონაწილეობა და 2020 წლისთვის დასახული 20 მიზნის შესრულება.

„ამ კონცეფციას წარვუდგენთ როგორც პარლამენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნესს, დაინტერესებულ პირებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური ჩართულობა და მხარდაჭერა ამ პროცესისადმი. ჩვენი ამოცანაა, რომ საგზაო რუკა შესაბამისი სამოქმედო გეგმებით შემუშავებული იქნას მიმდინარე წლის ბოლომდე და სავარაუდოდ, ნოემბერში უკვე საბოლოო სახით წარვუდგინოთ საზოგადოებას“, - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს