მობილური ოპერატორის „ვიონი საქართველოს“ განცხადებით, დღეიდან, „ბილაინის“ მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტის ახალი პაკეტით სარგებლობა შეუძლია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „ბილაინიდან“ აცნობეს.
როგორც კომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პაკეტის ღირებულება სულ 1 ლარია და უზრუნველყოფს მომხმარებელს ულიმიტო ინტერნეტით 3 საათის განმავლობაში, აქტივაციის მომენტიდან. ამასთან, მომხმარებელს შეუძლია 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტი დღეში რამდენჯერმე შეიძინოს. 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტის აქტივაცია ხდება კოდით *120*180#.
„ბილაინი“ მომხმარებელს სთავაზობს ინტერნეტპაკეტების ფართო არჩევანს, მორგებულს სხვადასხვა საჭიროებაზე, 3G და 4G/LTE ქსელში, მთელი საქართველოს მასშტაბით. „ბილაინის“ მიზანია, მის მომხმარებელს ჰქონდეს ხელმისაწვდომი და მარტივი წვდომა მაღალი ხარისხის მობილურ ინტერნეტზე.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.beeline.ge