პარამედიკოსების სასწავლო კურსისთვის საბუთების მიღება გრძელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან აცნობეს, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების მართვის საკითხებში მოსამზადებლად უკვე მესამე ჯგუფი შეირჩა. მომავალ პარამედიკოსებს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე შეხვდა.
სამინისტროს განცხადბით, თავდაპირველად პრეტენდენტები მოთხოვნილი დოკუმენტაციის საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე, მათ ნორმატივებისა და პრეტესტის ჩაბარება მოუხდებათ, რისი წარმატებით დაძლევის შემთხვევაში, პარამედიკოსთა მოსამზადებელ კურსს, ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრის ბაზაზე გაივლიან. ოთხ თვიანი სწავლების ფარგლებში მათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ჩაუტარდებათ.
„კურსის გავლა საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის ყველა კურსდამთავრებულს შეუძლია. ამისთვის აპლიკანტმა შესაბამის დოკუმენტთა ნუსხა, სსიპ - საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინოს (ქ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. #117): ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ფორმა № IV-100/ა) დედანი; ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი; საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი სამედიცინო საგანმანათლებლო დაწესებულების სამკურნალო/მედიცინის ფაკულტეტის დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის/დიპლომის ასლი; პირადობის მოწმობის ასლი; ავტობიოგრაფია ან (CV); ცნობა სამუშაო გამოცდილების შესახებ ან შრომის წიგნაკის ასლი (არსებობის შემთხვევაში); სარეკომენდაციო წერილი/ცნობა (დედანი); ორი ფოტოსურათი (3/4); ნასამართლეობის შესახებ ცნობა (დედანი); პარამედიკოსთა მომზადების პროექტი საქართველოში პირველად ხორციელდება და რეგიონებში გადაუდებელ შემთხვევებზე რეაგირების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად“, – აცხადებენ სამინისტროში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"